ხელმძღვანელის მხრიდან „სიტყვებით პროსტიტუცია“ მის ყველაზე ერთგულ ადამიანებშიც კი საბოლოოდ მის მიმართ უნდობლობას და უპატივცემულობას იწვევს

სიტყვებით პროსტიტუცია, ანუ – შესანიშნავი ოსტატობით თქვა ნებისმიერი ტყუილი, რაც მოკლევადიანი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება, მაშინ, როდესაც არც მორალურად, არც ეთიკურად და ლოგიკურადაც კი (გრძელ, და საშუალო ვადაში) ამის თქმა გამართლებული არ არის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული ქცევაა, რაც კი შეიძლება ხელმძღვანელმა გამოავლინოს.

როდესაც შეგიძლია, რომ შეგნებულად თქვა თეთრზე, რომ შავია და თან გააფთრებული სახით ეჩხუბო ყველას, ვინც ამბობს, რომ თეთრია;

როდესაც შეგიძლია ასევე შეგნებულად ამტკიცო, რომ შავი რეალურად თეთრია და თან დასცინო ყველას, ვინც ამბობს, რომ შავია; თან, უინტელექტო და გაუნათლებელი ეძახო ყველას, ვინც ამაში არ გეთანხმება.

როდესაც, ასევე სრულიად შეგნებულად, შენი გაფუჭებული (ან, რასაც აპირებ, რომ გააფუჭო) შეგიძლია გადააბრალო იმ  ადამიანებს, ვინც მეორე დღეს ამ საქციელის გამო, წესით, პასუხი აქეთ უნდა მოგთხოვოს; გადააბრალო იმ მიზნით, რომ მათ ამაზე საუბრის ნიადაგი როგორმე შეუსუსტო.

ასეთი და ამ განზრახვით ყველანაირი ლაპარაკი არის „სიტყვებით პროსტიტუცია“ – მსუბუქი ყოფაქცევა მეტყველებასა და წერაში, რომელსაც შეუძლია, შენთან ერთად, კიდევ ბევრ ადამიანს მიაყენოს დიდი და განგრძობითი ზიანი.

ყველაზე ერთგული მიმდევრებიც კი, როდესაც ლიდერის მხრიდან ასეთ რამეს ხედავენ, მისი სიტყვების მიმართ – ნდობას, ხოლო თავად მის მიმართ პატივისცემას კარგავენ. რაც არ უნდა ოსტატურად აკეთებდეს ამას ლიდერი, და როგორ ცხადადაც არ უნდა ეხმარებოდეს ეს ქცევა მოკლევადიანი მიზნების მიღწევას, დროთა განმავლობაში სულ უფრო შეუძლებელი გახდება ასეთი ადამიანის მხარში დგომა. ყველაზე ერთგული ადამიანებისთვისაც კი.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება