კლიენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საცალო გაყიდვების ქსელში

საცალო გაყიდვების ქსელებში მოლარისა და კონსულტანტის მომსახურება ხშირად ხდება კლიენტების უკმაყოფილების მიზეზი. და, როგორც წესი, რაც უფრო დიდი და გეოგრაფიულად გაშლილია ქსელი, კომპანიას უფრო მეტად უჭირს მომსახურების ხარისხის რაიმე სტანდარტის დონეზე მიყვანა და შენარჩუნება.

ამ პრობლემას ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული თანამშრომლების მოძიებისა და შენარჩუნების სირთულეებიდან, დამთავრებული მათი სწავლების და მოტივირების საკითხებით. კომპანიების უმეტესობას ამ ამოცანის მნიშვნელობა კარგად ესმის და, წესით, ძალისხმევასაც არ აკლებენ. თუმცა, შედეგები უფრო ხშირად ფრაგმენტულია და მოკლევადიანი.

საცალო გაყიდვების ქსელებში კლიენტების მომსახურების ხარისხის ამაღლების ამოცანა რთული სისტემური ამოცანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარისხის გაუმჯობესების ერთჯერადი იდეების მოფიქრებით და განხორციელებით მისი გრძელვადიანად გადაჭრა თითქმის შეუძლებელია. აუცილებელია ქმედითი სისტემების შექმნა იმისათვის, რომ არამარტო სტაბილურ ხარისხს მივაღწიოთ, არამედ მის უწყვეტ გაუმჯობესებასაც შევუწყოთ ხელი.

ამის სწორად გასაკეთებლად კი, პირველ რიგში, საჭიროა ამოცანა შედარებით მცირე ამოცანებად, ქვეამოცანებად დაიშალოს და ისე დაიწყოს მათი გადაწყვეტისთვის საჭირო სისტემების დამუშავება. ასეთი დაშლის მაგალითი შეიძლება იყოს:

1. შევქმნათ მომსახურების რაც შეიძლება სრულყოფილი სტანდარტები და დავიწყოთ მათი მუდმივი განვითარება;

2. უზრუნველვყოთ მომსახურების სტანდარტების რაც შეიძლება კარგად დანერგვა;

3. სტანდარტებიდან გადახრების, ან მოსალოდნელი გადახრების გამოვლენა და მათზე სწორი და დროული რეაგირება.

ამ ქვეამოცანებიდან მესამეს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი გადაწყვეტით პირველისა და მეორეს გადაწყვეტაც ბევრად დაჩქარდება. მის გარეშე კი, რაც არ უნდა გააკეთოთ პირველი და მეორე ქვეამოცანების მიმართულებით, გარკვეული დროის შემდეგ ეფექტს კარგავს. მიუხედავად ამისა, როგორც წესი კომპანიები სწორედ ამ მესამე ქვეამოცანას ტოვებენ უყურადღებოდ.

ამ თემაზე ჩვენი მოსაზრებების შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ „სტრატეგია და ორგანიზაციის“ შემდეგ სტატიაში წაიკითხოთ.

„სინერჯი ჯგუფი“ კომპანიებს რთული სტრატეგიული და ორგანიზაციული ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება. ეს სტატიაც ამ კუთხით არსებული გამოცდილების მიხედვით არის მომზადებული.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება