ორგანიზაციაში არსებული განწყობა უფრო მეტად განსაზღვრავს შედეგებს, ვიდრე პირიქით

როგორც ნებისმიერი ადამიანის განწყობა განსაზღვრავს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ზუსტად ასეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. რაც უფრო ყურადღებიანი, თბილი, ორგანიზებული, მზრუნველი და მოფუსფუსე გარემოა, სადაც ადამიანებს მისვლა და შრომა უხარიათ; სადაც ისინი კლიენტებზე, ორგანიზაციაზე, ერთმანეთზე ზრუნვით და ერთმანეთის მხარდაჭერით ხარობენ, მით უფრო მშვიდი და ხელისშემწყობია გარემო ასეთი ორგანიზაციისთვის და ზრდასაც საკმარისად კარგი დინამიკა აქვს.

ასეთი ორგანიზაციისთვის, მაშინაც კი, როდესაც რაიმე მიზეზით გარემოში სიტუაცია მწვავდება და ეს კომპანიასაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის, თუ ორგანიზაცია სწორი განწყობის შენარჩუნებას ახერხებს, გარემო ისევ მალე მშვიდდება, კეთილგანწყობილი ხდება და დანაკარგებიც შედარებით მინიმალურია.

ბევრი ხელმძღვანელი თავისი ორგანიზაციის შედეგებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ორგანიზაციის შიგნით არსებულ განწყობას. არადა, ძირითადად, სწორედ ამ განწყობას აქვს გადამწყვეტი წილი ამ შედეგებში.

ლიდერისთვის ყველაზე პრიორიტეტული ორგანიზაციის შიგნით სწორი განწყობის შექმნასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში პროდუქტი და მომსახურებაც სათანადო იქნება და კლიენტებისა და გარემოს კეთილგანწყობაც, თანამშრომლებიც ბევრად დიდ სიამოვნებას მიიღებენ შრომით.

ორგანიზაციაში სათანადო განწყობის შექმნა და შენარჩუნება რთული მმართველობითი ამოცანაა. ამისათვის, პირველი პირის მონდომების მიღმა შესაბამისი სისტემური მექანიზმებია შესაქმნელი.

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს რთული სტრატეგიული და მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება, და მათ შორისაა ასეთი ამოცანებიც.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება