სამშენებლო და სამონტაჟო პროექტებში ხშირი და მნიშვნელოვანი დაგვიანებები თითქოს ეროვნული ხასიათის ნიშნად იქცა, თუმცა, სინამდვილეში, ამას ჩვენს ხასიათთან თითქმის არანაირი კავშირი არ აქვს და, ძირითადად, არასწორი სტრუქტურითა და მართვის გაუმართავი სისტემებით არის გამოწვეული.
ხშირად სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და კონტროლის სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ სამუშაოთა მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, ვადებში დაგვიანება ხარისხის დაცვის და/ან ხარჯების ეკონომიით გაამართლონ. სინამდვილეში, ეს მათ წაახალისებს, რომ უფრო არაორგანიზებულად და არამობილიზებულად იმუშაონ და არ გამოიყენონ დაჩქარების ის რეზერვები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან ბევრი არსებობს.
ვადების მართვა და, ამასთან, მათი შემცირება ისე, რომ არ დაზიანდეს ხარისხი და არ გაიზარდოს არაეფექტიანი დანახარჯები, რთული სისტემური ამოცანაა. მის გადაწყვეტას სწორი სტრუქტურა, შესაბამისი მოტივაციის სქემები და სამუშაოთა წარმოების დაგეგმვისა და კონტროლის გამართული მექანიზმი სჭირდება.
„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს რთული სტრატეგიული და მმართველობითი ამოცანების გადაჭრაში ეხმარება, სწორედ ასეთი პრობლემების რეალური მიზეზების შესწავლისა და მათი გადაწყვეტის გზით.