ურთიერთკოორდინირებულ მედიას ქვეყანაში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლია

თუ რომელიმე ერთი მედია ორგანიზაცია თავის თავზე აიღებს, რამდენიმე სხვა მედია საშუალებას მოელაპარაკება და შექმნიან ერთიან ნიუსრუმს, ჩამოაყალიბებენ ერთიან სარედაქციო საბჭოს და თავისუფალი მედიის განვითარებისთვის სპეციალურ ფონდს დააარსებენ – შეძლებენ, საფუძველი ჩაუყარონ მედიაკოორდინაციის ახალ სისტემას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, დროთა განმავლობაში ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ამოცანა გადაწყვიტოს ან გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. 

ამისათვის კი მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მედია საშუალებების თუნდაც მცირე ნაწილმა უარი თქვას ერთმანეთთან კონკურენციაზე; შეთანხმდნენ თანამშრომლობის წესებზე და პრინციპებზე და მათი განუხრელად დაცვით შექმნან და გაამყარონ ურთიერთნდობა. ამის ფონზე ურთიერთკოორდინაციის ქმედითი სისტემური მექანიზმები მათი ინდივიდუალური და საერთო ეფექტიანობის მრავალჯერადი ზრდის საფუძველი გახდება.  

ამ თემაზე შედარებით დეტალურად იხილეთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება