თვითგანწყობის უნარი განსაზღვრავს, თუ რა დონის პროფესიონალია ადამიანი

რაიმე კონკრეტული საქმის კეთებისას (ან რაიმე სპორტული ასპარეზობისას), თუ ადამიანს შეუძლია ისეთი განწყობა შეიქმნას, რომელიც მას ამ საქმეს ყველაზე უკეთ გააკეთებინებს, და თან ბოლომდე შეინარჩუნოს ეს განწყობა, იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მის გარშემო, ესე იგი ეს ადამიანი ამ საქმის პროფესიონალია.

ყველას გამოგვიცდია ალბათ: სწორი განწყობით თუ აკეთებ, ყველაფერი თითქოს ბევრად უფრო ადვილად და ბევრად უფრო უკეთ გამოდის. 

ყველაზე რთული ნებისმიერი საქმის კეთებისას სწორედ ასეთი, სწორი განწყობის შექმნაა. ის ხან გვაქვს, ხან არ გვაქვს და ეს თითქოს ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. 

მაგრამ პროფესიონალები, იმის გარდა, რომ საკუთარი საქმის ტექნიკური ნიუანსების დონეზე სულ უფრო და უფრო უკეთ კეთებას სწავლობენ, რეალურ ოსტატობას სწორედ მაშინ აღწევენ, როდესაც სწავლობენ, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეთ მუშაობისას, როგორ უნდა შეიქმნან ასეთი განწყობა, როდესაც სჭირდებათ და როგორ შეინარჩუნონ ის სამუშაოს დასრულებამდე, ნებიმისმიერი მოკლევადიანი წარმატების ან წარუმატებლობის მიუხედავად. 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება