როდესაც ადამიანები პროტესტს არ (ან ვერ) გამოხატავენ, მათში უკმაყოფილების განცდა ბევრად უფრო იზრდება

ხელმძღვანელმა თანამშრომლებს უნდა მისცეს უარყოფითი განწყობის, უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება, მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრი და რამდენად ხმამაღლა გამოხატავენ ამას. სხვა შემთხვევაში, ეს უკმაყოფილება ბევრად გაიზრდება და გაცილებით დიდ პრობლემებს შეუქმნის ორგანიზაციას, ან თავად ხელმძღვანელს. 

თანამშრომლების ჩუმი პროტესტი, ან გამოუხატავი უკმაყოფილება ორგანიზაციას გაცილებით დიდ ზიანს აყენებს იმიტომ, რომ ადამიანებს მუშაობის  სურვილი უმცირდებათ. დროთა განმავლობაში კი ზიანის მიყენებას იწყებენ – ორგანიზაციისთვის თუ არა, ხელმძღვანელისთვის მაინც, ჩუმად, ულაპარაკოდ, საკუთარი ფუნქციების მექანიკურად შესრულებისას. ეს ყველაფერი კი, რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს ორგანიზაციაში ასეთი ქცევა, უფრო მეტ და უფრო გადაულახავ წინააღმდეგობას ქმნის ხელმძღვანელისთვის. 

პროტესტი და უკმაყოფილება უმიზეზოდ არ არსებობს, მაშინაც კი, თუ გვეჩვენება, რომ ვინმე ამას ხელოვნურად უწყობს ხელს. სათანადო მიზეზების არ არსებობის შემთხვევაში, პროტესტის გრძნობას ხელოვნურად ვერავინ ვერ შეუწყობს ხელს. და თუ ადამიანები ამ პროტესტს ღიად ვერ გამოხატავენ, ეს ამ მიზეზებს კი არ აქრობს, არამედ მათ გამოვლენას და, შესაბამისად, მოგვარებას აგვიანებს, ართულებს, ან საერთოდ შეუძლებელს ხდის. ეს კი ნიშნავს, რომ შინაგანი პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ადამიანში, ვიდრე დღეს არის.

რაც შეეხება უკმაყოფილების და პროტესტის ყველაზე მეტად გავრცელებულ მიზეზებს, ისინი, ძირითადად, ტყუილში, უსამართლობაში, ადამიანების მიმართ არასწორ დამოკიდებულებაში, სიხარბეში, აგრესიაში, ძალადობაში, ან, მინიმუმ, არასათანადო კომუნიკაციაში იღებს სათავეს, რაც, როგორც წესი, ხელმძღვანელის არასწორი მიზნებითა და მოტივებით არის გამოწვეული. თუ ამაზე არავინ ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელის ქცევა არათუ შეიცვლება, არამედ კიდევ უფრო გაიღრმავებს ფესვებს და მეტ მიზეზს შექმნის შინაგანი პროტესტისთვის.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება