რაც უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას გრძნობს ან ელოდება ადამიანი, მით უფრო მეტ სისულელეს აკეთებს 

წინააღმდეგობა, ან მოსალოდნელი წინააღმდეგობა ადამიანში მობილიზაციას ზრდის, მეტად ფიქრობს და წონის, სანამ რამეს იტყვის ან გააკეთებს. ნაკლები წინააღმდეგობის მოლოდინში კი მეტად აძლევს გასაქანს საკუთარ არასწორ მიზნებსა და მოტივებს. შესაბამისად, უფრო მეტ შეცდომასაც უშვებს.

ორგანიზაციების შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. იქ, სადაც ორგანიზაცია კონკურენციას გრძნობს, მაგალითად, პროდუქტის ბაზარზე გატანისას, ან ახალი ტექნოლოგიის დანერგვისას წინააღმდეგობას თუ ელოდება, ან შიდა ცვლილებების დაგეგმვისას ფიქრობს, რომ რაღაც შეიძლება გართულდეს, უფრო მეტად ფრთხილობს, უფრო იაზრებს და უკეთესად ემზადება მოქმედების დაწყებამდე. 

მაშინ, როდესაც მენეჯმენტი თვლის, რომ არავინ მათ წინ აღარ ეღობება, მოწინააღმდეგე სუსტია, ან სულაც აღარ არსებობს, იწყებს იმაზე ზრუნვას, რომ სწრაფად მიაღწიოს საკუთარ მიზნებს და უფრო მეტ გაუფრთხილებელ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს. 

შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგე რომ აღარ ეყოლება, მერე კარგად იცხოვრებს. ისინი სწორედ მაშინ დაიწყებენ ყველაზე სწრაფად დასუსტებას.

სწორედ ამიტომ, კონკურენტების განადგურებისკენ გადადგმული ყველა არაჯანსაღი და არასწორი ნაბიჯი საკუთარი დასუსტებისკენ და განადგურებისკენ სულ უფრო დაჩქარებული მოძრაობის ტოლფასია.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება