სამედიცინო დაწესებულება, რამდენად კარგადაც არ უნდა კურნავდეს პაციენტებს, ნელ-ნელა მაინც დაკარგავს ფუნქციას, თუ სათანადოდ არ იზრუნებს არასამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდაზეც

საავადმყოფოები – როგორც სტაციონარები, ისე ამბულატორიები, ან სხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ პაციენტებისა და მათი პატრონების არასამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სულ უფრო მეტად დაკარგავენ „კლიენტებსაც“ და კლინიკურ ფუნქციასაც. 

რა თქმა უნდა, კლინიკური შედეგი უპირველესია – როგორც დიაგნოსტირებაში, ისე მკურნალობაში. შესაბამისად, კლინიკური ხარისხის გაზრდაზე ზრუნვა საავადმყოფოების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა, ამ ამოცანაზე მუშაობა გრძელვადიანი და თანმიმდევრული პროცესია და ეფექტიც გრძელ ვადაში აქვს. 

სამედიცინო დაწესებულების არჩევისას არასამედიცინო მომსახურების ხარისხი სულ უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენს კლიენტების პრეფერენციებზე. ამაში იგულისხმება, მათ შორის: რეცეფციის კეთილგანწყობა, ფორმა ასის მომზადების თუ თანხის გადახდის, ანალიზის პასუხებისა თუ სხვა ინფორმაციის მიღების პროცედურების მოქნილობა, პაციენტების მიმართ ექთნების დამოკიდებულება, სტაციონარებში კვების ხარისხი და ა.შ. შესაბამისად, არასამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება არანაკლები საზრუნავი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობისათვის. 

არასამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა რთული სისტემური ამოცანაა, შესაბამისად, ერთჯერადი მოქმედებები სტაბილურ შედეგს ვერ მოგვცემს მის გადასაწყვეტად; ამას როგორც სტრუქტურული, ისე პროცედურული, სამოტივაციო თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები სჭირდება. 

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს სწორედ მსგავსი ტიპის რთული მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება