როდესაც სამსახურს იმის გამო ვტოვებთ, რომ იქ რაღაც არ მოგვწონს, ჯობს, წასვლამდე ჯერ პროტესტი გამოვხატოთ

როდესაც ადამიანები არ გამოხატავენ პროტესტს იმაზე, რაც მათ ორგანიზაციაში არ მოსწონთ და უჩუმრად, ან მხოლოდ ერთ ხელმძღვანელთან დალაპარაკების შემდეგ ტოვებენ სამსახურს, თვითონაც ირთულებენ ამით ცხოვრებას, და ვინც რჩება, იმათაც (მათ შორის, მფლობელებსა და ხელმძღვანელობასაც) უმცირებენ სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას. 

პროტესტის გამოხატვა, თუ ეს სწორად ხდება, შანსია დასაქმებულისთვისაც და დამსაქმებლისთვისაც, რომ უარესი გართულებები აიცილონ თავიდან. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ხელმძღვანელს, ან ხელმძღვანელობას არ აინტერესებს ჩვენი მოსაზრება გარკვეულ საკითხზე, რომელიც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ვალდებული ვართ, რომ ეს მოსაზრებები სწორი ფორმით და სწორ ადგილას გამოვთქვათ. 

ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღები პირები პირადი კეთილდღეობის გასაზრდელად კლიენტების და თანამშრომლების ინტერესების იგნორირებას იწყებენ, ან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის მომავალს მკაფიოდ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მისი ფუნქციონირების შეწყვეტის ალბათობას ზრდის, თანამშრომლებისთვის, ვინც ამას ხედავს და განიცდის, უჩუმრად წასვლა სწორი გამოსავალი არ არის. 

დამფუძნებლებიდან ან ხელმძღვანელებიდან თუ ვინმეს ოდნავ მაინც აწუხებს იგივე საკითხი, თანამშრომლების მხრიდან პროტესტის თამამად გამოხატვა მათაც მისცემს ამ თემაზე უფრო ხმამაღლა საუბრის საშუალებას. 

სხვა თანამშრომლებმაც, რომლებიც იმავეს განიცდიან ნელ-ნელა შეიძლება დაიწყონ პროტესტის გამოხატვა და მაშინ უკვე ალბათობაც, რომ სიტუაცია გამოსწორდება, ბევრჯერ გაიზრდება. 

ასეთ დროს დიდია შანსი, რომ პროტესტის გამოხატვამ წასვლა საერთოდ გადააფიქრებინოს ასეთი პროცესებით უკმაყოფილო თანამშრომლებს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასე არ მოხდება და მაინც წავლენ, ახალი, უკეთესი დამსაქმებლის პოვნაც უფრო გაუადვილდებათ და ძველ ორგანიზაციაშიც გაცილებით მეტი ადამიანი დარჩება მათი მადლიერი. 

ამ პროტესტის მერე რაღაც მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ იქ. რაღაც პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება