თუ გინდათ, რომ კონკურენტი დაასუსტოთ, უნდა გამოიკვლიოთ თანამშრომლები, რომლებზეც ის ორგანიზაცია დგას და მათზე რაც შეიძლება მეტი კარგი უნდა ილაპარაკოთ

ყველა ორგანიზაციას ჰყავს რამდენიმე ისეთი თანამშრომელი, ვისზეც, ძირითადად, ეს ორგანიზაცია დგას. როგორც წესი, ეს ადამიანები – ან ანაზღაურებით, ან სტატუსით – იმაზე ნაკლებად არიან დაფასებული, ვიდრე იმსახურებენ. თუ ჩვენი კონკურენტების ასეთი თანამშრომლების შესახებ ვიცით და მათზე კარგს ვლაპარაკობთ, ამით ჩვენს კონკურენტს ძალიან ვასუსტებთ.  

ეს კი უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებსაც მეტი ლოიალურობა უჩნდებათ თქვენ მიმართ და სულ უფრო უჭირთ ისეთი რამეების კეთება, რაც თქვენ პოტენციურად დაგაზიანებთ. ამას ისიც ემატება, რომ დროთა განმავლობაში იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ თქვენთან შეიძლება უკეთესად იყვნენ დაფასებული და ამ შანსის მოფრთხილებას იწყებენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ერთხელაც თქვენთან სამუშაოდ გადმოსვლის სურვილიც გამოხატონ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არც ერთი ხდება და არც მეორე, კონკურენტი ორგანიზაციის მენეჯმენტს ებადება ეჭვები და კითხვის ნიშნები, მათ მიმართ ნდობა უმცირდება და უჩნდებათ მოლოდინი, რომ ერთხელაც ის ადამიანები მათ ორგანიზაციას დატოვებენ.  შესაბამისად, ორგანიზაციას და თავად ამ თანამშრომლებსაც სულ უფრო გაუჭირდებათ მათი უნარების და შესაძლებლობების ძველებურად გამოყენება, რაც ამ ორგანიზაციას სულ უფრო დაასუსტებს. 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება