ბანკების გაზრდა ყველაზე მეტად მათი კლიენტების ექსპორტის ზრდას შეუძლია

ბანკები საქართველოში ზრდისთვის რეზერვებს ვეღარ ხედავენ და ამიტომ ზოგი საკუთარი სერვისების ექსპორტს ცდილობს, ზოგი – სერვისების სხვა სფეროებში გაფართოებას. სინამდვილეში კი, ბანკების ზრდის ყველაზე დიდი წყარო მათი კლიენტების ექსპორტის ზრდაშია და თანაც ბანკებს მათთვის ამაში დახმარების ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ.

სხვა ბაზრების შესწავლა, გაფართოებისთვის ქვეყნების სწორად შერჩევა, იქ პარტნიორების სწორად მოძიება და დაინტერესება, საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების სწორად პრომოცია – ეს ის ამოცანებია, რომლებიც ყველა კომპანიას აწუხებს, ვინც ექსპორტის მიმართულებით გაზრდას ცდილობს. როგორც ცალ-ცალკე, ისე ასოციაციებით ისინი ამ ამოცანების გადაჭრას გაცილებით რთულად ახერხებენ, ამიტომ ბანკების დახმარება ნამდვილად შეუწყობდა მათ ამაში ხელს. 

არადა, ბანკებისთვის მათი კლიენტების პოტენციური ბაზრების კვლევა, იქ მათი მხარდაჭერის ოფისების შექმნა და ექსპორტის გასაზრდელად სხვა ტიპის საკონსულტაციო, საინფორმაციო თუ სხვა სახის სერვისების შეთავაზება დიდ სირთულეს, წესით, არ წარმოადგენს. 

ასე კი ისინი ყველაზე მეტად შეუწყობდნენ ხელს როგორც საკუთარ, ისე ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რაც, რეალურად, მათი უპირველესი დანიშნულებაა. 

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს განსაკუთრებულად რთული სტრატეგიული და ორგანიზაციული ამოცანების შესწავლაში, დამუშავებასა და გადაწყვეტაში ეხმარება.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება