რატომ არის რეკომენდაცია მმართველი რგოლის შერჩევაში გადამწყვეტი

მმართველი რგოლის გაძლიერება დღესდღეობით ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საჭირო ადამიანების მოძიების საწყის ეტაპზე დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ მყარი რეზიუმე, კანდიდატის პერფორმანსი გასაუბრებისას და ინტუიციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება საკმარისი საფუძველია ხელმძღვანელის დასაქმებისთვის. მოგვიანებით კი გვიყვებიან, რომ, განსაკუთრებით, მაღალი და საშუალო რგოლის მმართველ პოზიციებზე, რეკომენდაციის გარეშე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი ბიზნესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

კომპანია Exactly-ს გამოცდილებით, რომელიც ორგანიზაციებს საკვანძო კადრების დაკომპლექტებაში უწევს მხარდაჭერას, მმართველ რგოლზე ადამიანის არასწორად შერჩევა კომპანიის განვითარებას მინიმუმ 6 თვით აფერხებს. ამ ნაწილში დაშვებული შეცდომა ხშირად გუნდის დემოტივაციას, არაეფექტურ კომუნიკაციას და სტრატეგიულ დაბნეულობას იწვევს. დამფუძნებელი კი იძულებულია დროისა და რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთი კრიზისების მართვას მოახმაროს, ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესის ზრდაზე კონცენტრირდეს. ასეთ დროს ყველაზე ცუდი ის არის, რომ შეცდომა გვიან იჩენს თავს, როცა მისი გამოსწორება უკვე ძვირი შეიძლება დაჯდეს.

მსგავსი მაგალითები გვარწმუნებს, რომ მმართველი რგოლის წარმატებით შერჩევა სტანდარტული რეკრუტინგის ჩარჩოებში ვერ მოხერხდება. სწორი ადამიანის შესარჩევად ყველაზე გამართლებული, შედეგიანი და სწრაფი გადაწყვეტილება რეკომენდაციას უნდა ეყრდნობოდეს.

კომპანია Exactly-ში ამას სისტემურად ვაკეთებთ; კერძოდ, იმის დასადგენად, თუ სად შეიძლება იყოს დღეს ის ადამიანი, რომელიც რეალურად შეეფერება კონკრეტული კომპანიის ამოცანებსა და განვითარების ეტაპს, ვეყრდნობით რეკომენდაციის პრინციპს – ადამიანებს, ვინც ამ კანდიდატებს რეალურად იცნობენ და შეუძლიათ მათ უნარებსა და პიროვნულ თვისებებზე პასუხისმგებლობის აღება.

ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და დამფუძნებლებისთვის გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს. კომპანია Exactly-ს მიზანია, მმართველი რგოლის შერჩევა გახდეს გააზრებული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული პროცესი. გამოცდილებამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ სწორ დროს სწორ ადამიანზე გაკეთებული არჩევანი ბიზნესისთვის გადამწყვეტი აღმოჩენილა და ჩვენ სწორედ ასეთი არჩევანის გაკეთებაში ვდგავართ დამფუძნებლების გვერდით.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება