ფილიალებს არ უნდა მივცეთ ინფორმაციის ჩაკეტვის შესაძლებლობა

ფილიალების, ტერიტორიულად მოცილებული სტრუქტურული ერთეულების, უკეთ სამართავად აუცილებელია, ორგანიზაციული სტრუქტურა ისე იყოს მოწყობილი, რომ ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის შესაძლებლობას იძლეოდეს, როგორც ფილიალებიდან ცენტრში, ისე – პირიქით.

სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ფილიალების ხელმძღვანელები, წარმატებას როგორც მიიჩნევენ საკუთარ დამსახურებად, ისე იქ არსებული ნებისმიერი პრობლემა საკუთარ პირად პასუხისმგებლობად მიაჩნიათ. ამის გამო, შესაძლოა ქვეცნობიერად, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძრაობის შემკავებლები ხდებიან.

ამის შედეგად, როგორც წესი, ადგილებზე არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია ვერ ამოდის, იგვიანებს ან მახინჯდება. ეს კი საჭირო ცვლილებებთან დაკავშირებით დროული გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს. ცენტრალური ოფისიდან ფილიალებამდე ვერ მიდის ინფორმაცია – ვერც მუშაობის მეთოდებზე, ვერც სიახლეებზე, ვერც ახალ პროდუქტებსა თუ მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც ცენტრალურ ოფისს ძალიან ურთულებს ფილიალების ეფექტიან მხარდაჭერას.

საჭიროა, ისე იყოს აწყობილი ფილიალების მართვა, რომ ფუნქციონალური და ოპერაციული მმართველობა მაქსიმალურად გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ოპერაციული მმართველობა ხორციელდებოდეს ფილიალების ხელმძღვანელების მეშვეობით, ხოლო ადგილზე არსებული თანამშრომლების რაც შეიძლება დიდ ნაწილს (ფინანსებს, მარკეტინგს და გაყიდვებს და ა.შ.) ცენტრალურ ოფისში უნდა ჰყავდეს პირდაპირი ფუნქციონალური ხელმძღვანელობა, ვისთანაც პირადად იქნებიან ანგარიშვალდებული, და ვინც პასუხისმგებელი იქნება მათ სწორად შერჩევაზე, მოტივაციაზე, სწავლებასა და განვითარებაზე.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება