ნებისმიერ რთულ საკითხზე ფიქრისას არის შემთხვევები, როდესაც ვმსჯელობთ, ვეძებთ გამოსავალს, თუმცა მაინც გვიჭირს მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა. თითქოს არც დროს ვაკლებთ, არც ყურადღებას, მაგრამ არის ერთი რამ რასაც არ ვაკეთებთ – არ ვუსმენთ.
ასეთ დროს ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე ვართ მინდობილი და პასუხებს მხოლოდ მისგან ველით, ამასობაში კი, იმ ფასეულ შესაძლებლობებს ვკარგავთ, რომლებსაც სწორედ იმ წამს, ჩვენს ირგვლივ მყოფი ხალხი გვთავაზობს.
მოსმენა, ზოგადად, არ არის მარტივი, თუმცა თუ გვჯერა, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიოს, მათ სიტყვებს მეტად ყურადღებით ვეკიდებით და ჩვენდა გასაკვირად, თითოეულ მათ მოსაზრებაში, ჩვენთვის ყველაზე საჭირო მიგნებების ამოცნობას ვახერხებთ.
