როდის ხდება აუცილებელი დირექტორატის გაუქმება და როგორ შეიძლება ამის გაკეთება

აღმასრულებელი დირექტორატის დროებითი გაუქმება ან მისი მუშაობის დაპაუზება აუცილებელი ცვლილება ხდება როდესაც ხედავ რომ მმართველმა გუნდმა ერთად მუშაობის უნარი დაკარგა, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, დროს უსაგნო და უშედეგო მსჯელობებში კარგავს, ადამიანები ერთმანეთს აბრალებენ პრობლემებს, საკუთარ თავზე არავინ არაფერს იღებს და აღარც ინიციატივით გამოდის ვინმე.

მმართველი დირექტორატის დაშლა, გაუქმება ან მისი მუშაობის დაპაუზება იმაზე ბევრად რთული ცვლილებაა ვიდრე ერთპიროვნული მართვით მართული ორგანიზაციის გუნდურ მართვაზე გადაყვანა. თუმცა რამდენადაც დიდია გუნდური მართვის უპირატესობა ერთპიროვნულ მართვასთან შედარებით იმდენად აუცილებელი და სასწრაფო ხდება მმართველი გუნდის რეორგანიზაცია, როდესაც ხედავ, რომ გუნდის წევრებს ერთად მუშაობა არ გამოსდით.

ასეთი ცვლილების საჭიროება შეიძლება იყოს გამოწვეული ადამიანების დიდი რაოდენობით მმართველ გუნდში, მათ შორის ამოცანების არასწორი ან არამკაფიო განაწილებით, პირველი პირის მხრიდან განხილვების არასწორი მოდერაციით, გუნდის წევრების არასწორი ან არაჯანსაღი ურთიერთობებით ერთმანეთთან ან სხვა მიზეზით. მაგრამ როდესაც დიაგნოზი დაისმევა რომ პრობლემა ამ შემადგენლობის პირობებში ვერ მოგვარდება საჭირო ხდება დირექტორატის მუშაობის შეჩერება.

ცვლილება რომ შედარებით ნაკლებად მტკივნეულად განხორციელდეს საჭიროა რამდენიმე უფრო ფართო თემატური ფორმატის შექმნა და კოლეგიალური საქმიანობის მთელი აქცენტის იმ ფორმატებზე გადატანა, მათ შორის პირველი პირის და მმართველი გუნდის ქმედითი წევრების აქტიური მონაწილოებით. თვითონ მთავარი მმართველი ფორმატის დაპაუზება მინიმუმ 3 და სასურველია 6 თვითაც იმისათვის, რომ ამ პერიოდში სტრუქტურაში საჭირო ცვლილებები განხორცილდეს და პერიოდის შემდეგ მთავარი მმართველი ფორმატი ახლიდან ახლებური მიდგომებით ამუშავდეს.

 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება