იდეა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ცუდი იდეაა

ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება და ღრმად გააზრება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო არჩევანის სისწორეში და მისი განხორციელების მართლზომიერებაში დარწმუნდე.

ნებისმიერ ამოცანას არაერთი სწორი გადაწყვეტა აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ შედეგს გვაძლევს. ამოცანის გადაჭრისთვის ყველაზე სწორი და სასიკეთო გზის  საპოვნელად, ადამიანმა მის გარშემო არსებული ყველა შესაძლო ალტერნატივა უნდა მოძებნოს და განიხილოს, როგორც თანაბარმნიშვნელოვანი არჩევანი.

ერთი იდეის გარდა, თუ გჯერა, რომ კიდევ უამრავი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს სამყაროში, გონება გაცილებით უფრო ეფექტიანად იწყებს მუშაობას და უფრო უკეთესად ეძებს იმას, რის პოვნისაც სჯერა. საბოლოოდ კი პოულობს თანაბარმნიშვნელოვანი ალტერნატივების იმ რაოდენობას, რამდენიც საჭიროა, რათა საბოლოო არჩევანის სისწორეში დარმუნდე.

რამდენიმე ვარიანტიდან ამორჩეული იდეა კი, როგორც წესი, გაცილებით უფრო დიდ ღირებულებას ატარებს, ვიდრე პირველივე ჯერზე მოფიქრებული გადაწყვეტა, რომელსაც საპირწონე ალტერნატივა არ გააჩნია.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება