ის ვისაც ეძებ, შენთან არის

თითქმის ყველა ორგანიზაცია დგას მნიშვნელოვანი პოზიციების დაკომპლექტების ამოცანის წინაშე უმეტესობა მათგანი ამ საკითხს ყველაზე სარისკო და ხანგრძლივი პროცესით, „გამოცდილი კადრის“ გარედან მოყვანით აგვარებს, მაშინ, როდესაც საუკეთესო კადრი, არც მეტი, არც ნაკლები, როგორც წესი, მათივე თანამშრომელია.

გარედან მოყვანილი კადრი ორგანიზაციის კულტურას კარგად არ იცნობს. თუმცა, იმის გამო, რომ მისგან განსაკუთრებულ შედეგებს ელიან, ორგანიზაციის შესწავლის მაგივრად, ისეთი ცვლილებების განხორციელებას იწყებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არაეფექტიანია.

სინამდვილეში, ნებისმიერ ორგანიზაციას ჰყავს ისეთი კადრი, რომელიც მისთვის სასურველი პოზიციის დასაკომპლექტებლად საუკეთესო ვარიანტია. თუ მენეჯმენტი საკუთარ კადრებში შესაბამისი კომპეტენციებისა და უნარების შემჩნევას და შემდეგ მათ სათანადოდ განვითარებას შეუწყობს ხელს, სასურველი პოზიციების დაკომპლექტებას ბევრად სისტემურად და ეფექტიანად შეძლებს. 

 



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება