რეორგანიზაცია დოკუმენტით კი არ იწყება, არამედ — დისციპლინით. სტრუქტურა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ის ფურცლიდან ყოველდღიურ ქცევაში გადადის და ამ პროცესს, პირველ რიგში, თავად ხელმძღვანელი ემორჩილება. თუ წესები მხოლოდ სხვებისთვის იწერება, ლიდერი კი ისევ ძველი ლოგიკით მართავს, მაშინ ნებისმიერი „ახალი სტრუქტურა“ უბრალოდ ფორმაა შინაარსის გარეშე.
წარმატებული რეორგანიზაცია სახელმძღვანელოს დაწერით კი არ მიიღწევა, არამედ იმით, თუ რამდენად არის მზად ხელმძღვანელობა, თავად იცხოვროს ამ წესებით. ლიდერი ქმნის ტონს; თუ მისი ხედვა არ ემთხვევა ორგანიზაციულ ლოგიკას, კომპანია ერთ ადგილზე ტკეპნის რეჟიმში გადადის: ბევრი ენერგია იხარჯება, პროცესები ხმაურიანია, მაგრამ პროგრესი არ ჩანს. ეს არის ძვირადღირებული აქტივობა შედეგის გარეშე.
რეალური ცვლილება იწყება მაშინ, როცა ხელმძღვანელი მართვის სტილს ახალ წესებს შეუსაბამებს. ამ დროს სტრუქტურა აღარ არის მხოლოდ დოკუმენტი — ის ორგანიზაციის ყოველდღიურ რიტმად იქცევა. სწორედ ამ რიტმში იბადება ის, რაც რეორგანიზაციას სინამდვილეში მოაქვს — პროგრესი.
