ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ნებისმიერი განვითარების საფუძველია, თუმცა ასეთ დროს ტრადიციული მასწავლებლისეული მიდგომა უშედეგოა. ცოდნა საუკეთესოდ გადაიცემა მაშინ, როდესაც მოსაუბრე პროცესს მსმენელის პერსპექტივიდან მართავს – იკვლევს როგორც მსმენელი და ეძებს როგორც მძებნელი.
როდესაც მასწავლებელი “მოსწავლე ხდება”, იზრდება ნდობა და მსმენელი უფრო თავისუფლად ერთვება ძიების პროცესში, კვლევა მსმენელის პერსპექტივით მიმდინარეობს და ცოდნა გარდაიქმნება იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტად, რომელიც მის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული.
ცალმხრივი მონოლოგების ნაცვლად, ასეთი ურთიერთობა თანამშრომლობას ეფუძნება – პროცესს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იკვლევს და ვითარდება, მსმენელი კი ფორმაზე მეტად შინაარსს უღრმავდება და სრულად ითავისებს იმას, რისი გადაცემაც გვსურდა.
