პირველი პირი ყველაზე მეტ დროს პროდუქტის განვითარების გუნდებთან მუშაობაში უნდა ატარებდეს

ორგანიზაცია, რომლის პირველი პირიც საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს პროდუქტის (სერვისის) განვითარების გუნდებთან არ ატარებს, აუცილებლად დაიწყებს ფუნქციის დაკარგვას. მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტრატეგია აქვს კომპანიას არჩეული — თავდაცვითია იგი და ბაზრის არსებულ სეგმენტს იცავს, თუ ახალი ბაზრების ათვისებისთვის იბრძვის — პროდუქტის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესი გახდა თითქმის ნებისმიერი კერძო (და არა მხოლოდ) კომპანიისთვის.

თითქმის ყველა სფეროში კონკურენციის ზრდამ, ერთის მხრივ, და სოციალური მედიის არხების განვითარებამ, მეორეს მხრივ, ახალი პროდუქტების შექმნისა და არსებულის დახვეწის პროცესი გადამწყვეტ პრიორიტეტად აქცია. ბაზარზე ახალი პროდუქტების (ან მათში არსებითი ცვლილებების) გამოტანა ისეთივე ოპერაციულ აუცილებლობად იქცა, როგორადაც ადრე ყოველდღიური წარმოება ან მომსახურება იყო მიჩნეული.

პირველი პირის ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი პირობაა როგორც მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ისე საჭირო რესურსების მობილიზების, ვადების დაჩქარებისა და მთელი კომპანიის ამ ამოცანის გარშემო გაერთიანებისთვის. ამის გარეშე ორგანიზაცია აუცილებლად შეანელებს განვითარების ტემპს.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება