დღევანდელ რეალობაში, განვითარების მთავარი წინაპირობა არა ცოდნის ფლობა, არამედ კითხვის დასმის უნარია. ორგანიზაციებისა და ინდივიდების წარმატებას განსაზღვრავს არა ირგვლივ არსებული რესურსების რაოდენობა, არამედ იმ კითხვების დასმის გამბედაობა, რომლებიც უმოქმედობიდან ძიების პროცესში გადაგვიყვანს.
კითხვების დასმა და მათზე პასუხების გაცემა აზროვნების ქვაკუთხედია. ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანს კვლევის, აღმოჩენისა და გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. კითხვას აქვს უნარი, მიიპყროს ყურადღება, აღძრას ფიქრი და ისეთი დეტალები გახადოს ცნობილი, რაც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა.
კვლევის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზი ან ახალი პერსპექტივა გაუმჯობესების დაუძლეველ სურვილს ქმნის, რაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ შედეგად გარდაქმნის. საბოლოო ჯამში, კითხვა ხდება ინსტრუმენტი, რომელიც უმოქმედო რესურსებს განვითარების რეალურ შესაძლებლობებად აქცევს.
