ახალი შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება ყველა ადამიანის მისწრაფებაა, თუმცა სადაც იტყვი, რომ საკმარისია და ჩერდები, იქ იზღუდება შენი წინსვლისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები.
საბოლოო გადაწყვეტილებას ქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ადამიანი მის ჩარჩოში ექცევა და ქმედებაც ზუსტად ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ხდება, რადგან ჩვენი არჩევანი ყველაზე მეტად იმას განსაზღვრავს, თუ რა შესაძლებლობებს გამოვიყენებთ საბოლოო შედეგის მისაღწევად.
თითოეული გამოწვევის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რის გაკეთებაა მართებული და არა იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია; შესაბამისად, ზღვრების დაწესება ხშირად ნაკლებ ეფექტური გადაწყვეტილების მიღების საწინდარი ხდება ხოლმე.
