ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



პრობლემების პროაქტიული ძიება

თუ ორგანიზაციები მათი პრობლემების პროაქტიული ძიების მექანიზმებს არ ავითარებენ, ისინი ყოველთვის აგვიანებენ მათ მოგვარებას და ეს პრობლემებიც ასეთ დროს განსაკუთრებულად აზიანებენ ორგანიზაციებს.

სრულად წაკითხვა »

რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, სანამ ქსელის განვითარებას დავიწყებთ

ქსელის გაფართოება თუ არ მოხდა თანდათანობით, გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრული განვითარების გეგმის მიხედვით, ის აუცილებლად გახდება მორიგი „წარუმატებელი ბიზნესი“.

ქსელის განვითარების სწორი მიდგომა იწყება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების, მომავლის ხედვის კომპონენტების გააზრებით: სრულად წაკითხვა »

უნივერსალურობა თუ სპეციალიზაცია?

თუ გყავთ ხუთი თანამშრომელი და ხუთივე მსგავს სამუშაოს ასრულებს (მაგ. პროექტებს, ან ყიდიან პროდუქტებს), მათი ერთმანეთით ჩანაცვლება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში და თანამშრომლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვება. სრულად წაკითხვა »

გაანაწილეთ ამოცანები ფუნქციების ნაცვლად და თანამშრომლები ბევრად ინიციატივიანები გახდებიან

ერთია რას აკეთებენ ადამიანები და მეორეა რაზე ფიქრობენ ისინი, რა გზებს და მეთოდებს ეძებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად. რაც უფრო ტექნიკური და რუტინულია თანამშრომლებისთვის მიცემული დავალება, მით უფრო ნაკლებად ფიქრობენ ისინი სიახლეებზე და ინიციატივებიც ბევრად ნაკლები მოდის მათგან.

სრულად წაკითხვა »

დეპარტამენტების უფროსები მოადგილეების გარეშე

ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კულტურა, რომ მსხვილი და საშუალო ზომის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაუნიშნონ მოადგილეები, როგორც წესი, ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გადაწყვეტილებების დროში გაწელვა, ზედმეტი ბიუროკრატია, სუბორდინაციის წესების დარღვევა, ქვემოთ მყოფი მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკნინება და ა.შ. სრულად წაკითხვა »

როგორ გავხადოთ შეხვედრები უფრო პროდუქტიული

იმისთვის, რომ შეხვედრების ნაყოფიერება გაიზარდოს და მათი ხანგრძლივობა რაციონალურ ზღვრამდე დავიდეს, რამდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენება შეიძლება:

  1. საკითხის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის გარდა ასევე განისაზღვროს იმავე საკითხზე ალტერნატიული ხედვის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირი.  სრულად წაკითხვა »

რატომ არის უმჯობესი დამფუძნებელი არ მართავდეს მის დაფუძნებულ ორგანიზაციას

ადამიანი საკუთარ თავს პასუხს ისე ვერ სთხოვს, როგორც სხვას. შესაბამისად, როდესაც ადამიანები თვითონვე მართავენ საკუთარ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, როგორც წესი, ნაკლებად დაძაბულად და მობილიზებულად მუშაობენ, ვიდრე აღმასრულებელი, დაქირავებული ხელმძღვანელი, რომელსაც დამფუძნებლები კვალიფიციურად მეთვალყურეობენ. ამ უბრალო მიზეზით ასეთ ორგანიზაციებში ბევრად მეტი და ბევრად პროდუქტიული სამუშაო სრულდება.

სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა ვთქვათ უარი ნეპოტიზმზე

იმ ქართული ორგანიზაციების 80%-ში, სადაც გვიწევს მუშაობა, პირველი პირები ცხადად ვერ აფასებენ ნეპოტიზმის პოლიტიკის უარყოფით მხარეებს და ზოგადად ადამიანური რესურსების მნიშვნელობას კომპანიისათვის. რეალურად კი ნეპოტიზმი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და სერიოზულად აფერხებს ორგანიზაციის განვითარებას, საიდანაც ერთ-ერთზე გვინდა მოგიყვეთ. სრულად წაკითხვა »

ახალი ხელმძღვანელის ახალი გუნდი

როდესაც ხელმძღვანელი ახალ სამსახურში სრულიად ახალი გუნდით მოდის და უმეტეს პოსტებს სწორედ მათით აკომპლექტებს, დიდ რისკზე მიდის. ასეთი გზით მან შესაძლოა არა მხოლოდ მოკლე დროით ჩააგდოს ორგანიზაციის ფუნქციონირება, არამედ ვეღარც გამართოს ის თუნდაც იმ დონეზე, რომელზეც აქამდე მუშაობდა.

სრულად წაკითხვა »

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები ისეთი სტრუქტურებია, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს სტრესში აცხოვრებს, ორგანიზაციას დანიშნულებას ვერ ახორციელებინებს და მენეჯმენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აკარგვინებს.

ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სტრუქტურის ფორმირების და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის პროცესს არასაკმარისი მნიშვნელობით ეკიდებიან, როგორც წესი ამის საფასურს ორგანიზაციის საქმიანობის გაუარესებაში ან შესაძლებლობების დაგარკვაში იხდიან. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება