ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ახალი ფუნქციის დამატება რა რეაგირებას ითხოვს აუცილებლად

როდესაც საჯარო ორგანიზაციებს ახალ ამოცანას/ფუნქციას უმატებენ და ამის მიხედვით ორგანიზაციულ სტრუქტურაში შესაბამისი ცვლილების საკითხს არ იხილავენ, ან ამ ფუნქციის ან სხვა არსებული ფუნქციების წარმატებით შესრულებას აყენებენ საფრთხის ქვეშ.

ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციამ გაიაროს შემდეგი სამი ეტაპი: სრულად წაკითხვა »

საკუთარი თანამშრომლების დაწინაურების უპირატესობები ვაკანტურ პოზიციებზე

როდესაც ორგანიზაციაში ვაკანტური პოზიცია ჩნდება (არ ეხება ყველაზე დაბალ საფეხურს), უმჯობესია, ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადოს, შიდა კადრით დააკომპლექტოს ის, და თუ ეს ვერ მოხერხდება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს გარეთ ძიება. სრულად წაკითხვა »

სამინისტროების საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება

იმისათვის, რომ სამინისტროების საქმიანობა დადებითად შეფასდეს, ისინი ყველაზე მეტად სამი მთავარი მიმართულებით უნდა ახერხებდნენ წარმატებით მუშაობას:

ა) შექმნან და მართონ მათი მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკა;

ბ) დააინიცირონ და ხელი შეუწყონ რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტის განხორციელებას მათ სფეროში;

გ) მაქსიმალურად დახვეწონ და განავითარონ საკანონმდებლო ბაზა მათი მიმართულებით და გახადონ ის რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი მეზობელი ქვეყნების კანონმდებლობასთან შედარებით.

ის სამინისტროები, რომლებიც ახერხებენ ამ სამი მიმართულებით სწრაფად და შედეგიანად იმოქმედონ, ყველაზე უკეთეს შეფასებებს მიიღებენ საბოლოო ჯამში და ქვეყანასაც დიდ სარგებელს მოუტანენ. საჭიროა, რომ თითოეულ სამინისტროში სტრუქტურაც და პროცესებიც მაქსიმალურად ემსახურებოდეს ამ სამი ამოცანის მაღალი ხარისხით გადაწყვეტას.

სრულად წაკითხვა »

განვითარების პროცესების სისტემატიზირება

ის ორგანიზაციები, სადაც განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები სისტემატიზირებული არ არის, ვერც მიმდინარე პროცესებს გამართავენ ნორმალურად და ვერც განვითარდებიან სათანადო ტემპით.

ამ პროცესების სწორად აწყობა და გამართვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე საოპერაციო პროცესების. ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყველა დანარჩენი საქმიანობა ნელ-ნელა აუცილებლად მოწესრიგდება.

სრულად წაკითხვა »

ევოლუციური და რევოლუციური ცვლილებები სტრუქტურაში

როდესაც ხელმძღვანელები წლიდან წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ევოლუციური წესით ცვლიან სტრუქტურას საბოლოოდ დგება მომენტი, როდესაც ასეთი მეთოდით მიღებული სტრუქტურა კი არ ეხმარება ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას და განვითარებას, არამედ მისთვის ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი ხდება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 14, 2014
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,964-ჯერ

შეაჯამეთ 2014 წლის პირველი ნახევარი?

თუ დირექტორატი/მმართველი საბჭო ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს მოსთხოვს 2014 წლის გასული თვეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის მოკლე, 15 წუთიანი, პრეზენტაციის ჩატარებას, ძალიან ღირებულ ინფორმაციას მიიღებს, რომელიც დაეხმარება კომპანიის საქმიანობის და ხელმძღვანელების უკეთ შეფასებაში და წლის დარჩენილი დროის უფრო ეფექტურად დაგეგმვაში. გარდა ამისა, ეს ამ ხელმძღვანელების მობილიზებას და პასუხისმგებლობის შეგრძნებას საგრძნობლად გაზრდის. სრულად წაკითხვა »

რატომ იბერება არასაჭირო კადრებით ორგანიზაციები

როდესაც მაღალი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელს კონკრეტულ შედეგებზე ცხადი პასუხისმგებლობა არ აკისრია ის ორგანიზაციაში მისი მნიშვნელობის და გავლენის ზრდის საუკეთესო გზად მის ქვევით სტრუქტურის განვითარებას და დაქვემდებარებული კადრების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. შეგნებულად ან ქვეცნობიერად თვლის, რომ სწორედ დაქვემდებარებული კადრების რაოდენობაში გამოიხატება მის მიერ მიღწეული წარმატება.

სრულად წაკითხვა »

მოადგილეები სამინისტროებში

დღეს სამინისტროების მოწყობა ძირითადად შემდეგნაირად ხდება: განისაზღვრება მინისტრის მოადგილეები, და დეპარტამენტებს და სამსახურებს ინაწილებენ  იმის მიხედვით, თუ ვის რა გამოცდილება და კომპეტენციები აქვს. ეს შედეგად იწვევს სტრუქტურის რამდენიმე წესის დარღვევას, კერძოდ:

სრულად წაკითხვა »

ოპერაციული და განვითარებაზე ორიენტირებული სტრუქტურები

ძალიან ბევრი ორგანიზაცია ვერ ახერხებს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად განვითარდეს თუ მის სტრუქტურაში სათანადოდ არ არის განვითარების ფუნქციები წარმოდგენილი. თუ არ არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველდღიურ სამუშაოს განვითარების საკითხები და პროექტები წარმოადგენს, განვითარება ბევრად უფრო ნელა და არასისტემურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა სწორედ ასეთი, ოპერაციული სტრუქტურებით მუშაობს.

სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა გაგვიხარდეს საქმის “ჩამორთმევა”

სწორად გაკეთებული სტრუქტურის შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები ამოცანა და დავალება აქვს ადამიანს დაკისრებული, მით უფრო დიდია დაკისრებული დავალებების მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის და მათზე გამოყოფილი რესურსები.

ხშირად ხდება ისე, რომ თუ ადამიანს კარგი შედეგები აქვს და კარგად ჭრის დაკისრებულ ამოცანებს, სხვა არადაკავშირებულ დავალებებსაც უმატებენ ხოლმე. ისიც იმატებს უპრობლემოდ ან უარს ვერ ამბობს დამატებაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უკვე აღიქვამს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ასე ეკუთვნის და ეს ბუნებრივია, თან შეიძლება წუწუნებდეს, რომ ყველაფერს ის აკეთებს.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება