დაუფიქრებელი და გაუაზრებელი არსებითი ცვლილებები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ყველაფრის უცვლელად დატოვება. ის რაც დღეს არის, ის უფრო ადვილად პროგნოზირებადი და შეფასებადია, თუ მაქსიმუმ რა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სიტუაციაში და თანამშრომლებში კარგად გაურკვეველი ადამიანის მიერ არის ინიცირებული, სრულიად არაპროგნოზირებადი უარყოფითი შედეგების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: September 24, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,829-ჯერ
დაუფიქრებელი და გაუაზრებელი გრანდიოზული ცვლილებები
- თარიღი: September 23, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,905-ჯერ
მმართველი პირი VS მმართველი გუნდი
როდესაც ორგანიზაციას მართავს ერთი პირი, ყველაფერი მასთან თანხმდება, მის გარეშე არავინ იღებს გადაწყვეტილებას, არავის სურს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, არ სრულდება სხვა თანამშრომლებისგან წამოსული დავალებები, პირველი პირი კი სულ უფრო ეფლობა რუტინულ, უმნიშვნელო საკითხებში და ვეღარ იცლის განვითარების თემებზე, სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფიქრისთვის. ორგანიზაციაც ინერციით მოძრაობს,აღარც აქტიურად იზრდება და მიმდინარე საქმეებშიც სულ უფრო მეტი პრობლემები იჩენს თავს. გადაწყვეტილებების ხარისხიც მცირდება და შეცდომების დაშვების რისკები მატულობს. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 22, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,270-ჯერ
განვითარება რუტინულად
რაც დრო გადის განვითარებისკენ მიმართული აღარც ცალკეული პროექტები, აღარც წინასწარ დაგეგმილი პროგრამები აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ. სფეროების და დარგების უმრავლესობაში მხოლოდ ის ორგანიზაციები ახერხებენ პირველობას, რომლებიც განვითარებაზე უკვე რუტინულად მუშაობენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ადამიანურ, ფინანსურ რესურსს და მენეჯმენტის ყურადღებას ხარჯავენ.
- თარიღი: September 18, 2014
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,425-ჯერ
პრობლემების პროაქტიული ძიება
თუ ორგანიზაციები მათი პრობლემების პროაქტიული ძიების მექანიზმებს არ ავითარებენ, ისინი ყოველთვის აგვიანებენ მათ მოგვარებას და ეს პრობლემებიც ასეთ დროს განსაკუთრებულად აზიანებენ ორგანიზაციებს.
- თარიღი: September 17, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,177-ჯერ
რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, სანამ ქსელის განვითარებას დავიწყებთ
ქსელის გაფართოება თუ არ მოხდა თანდათანობით, გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრული განვითარების გეგმის მიხედვით, ის აუცილებლად გახდება მორიგი „წარუმატებელი ბიზნესი“.
ქსელის განვითარების სწორი მიდგომა იწყება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების, მომავლის ხედვის კომპონენტების გააზრებით: სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 16, 2014
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,050-ჯერ
უნივერსალურობა თუ სპეციალიზაცია?
თუ გყავთ ხუთი თანამშრომელი და ხუთივე მსგავს სამუშაოს ასრულებს (მაგ. პროექტებს, ან ყიდიან პროდუქტებს), მათი ერთმანეთით ჩანაცვლება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში და თანამშრომლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვება. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 15, 2014
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,829-ჯერ
გაანაწილეთ ამოცანები ფუნქციების ნაცვლად და თანამშრომლები ბევრად ინიციატივიანები გახდებიან
ერთია რას აკეთებენ ადამიანები და მეორეა რაზე ფიქრობენ ისინი, რა გზებს და მეთოდებს ეძებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად. რაც უფრო ტექნიკური და რუტინულია თანამშრომლებისთვის მიცემული დავალება, მით უფრო ნაკლებად ფიქრობენ ისინი სიახლეებზე და ინიციატივებიც ბევრად ნაკლები მოდის მათგან.
- თარიღი: September 12, 2014
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,696-ჯერ
დეპარტამენტების უფროსები მოადგილეების გარეშე
ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ კულტურა, რომ მსხვილი და საშუალო ზომის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს დაუნიშნონ მოადგილეები, როგორც წესი, ისეთ პრობლემებს აწყდებიან როგორიცაა: გადაწყვეტილებების დროში გაწელვა, ზედმეტი ბიუროკრატია, სუბორდინაციის წესების დარღვევა, ქვემოთ მყოფი მნიშვნელოვანი ფუნქციების დაკნინება და ა.შ. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 11, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,744-ჯერ
როგორ გავხადოთ შეხვედრები უფრო პროდუქტიული
იმისთვის, რომ შეხვედრების ნაყოფიერება გაიზარდოს და მათი ხანგრძლივობა რაციონალურ ზღვრამდე დავიდეს, რამდენიმე განსხვავებული მეთოდის გამოყენება შეიძლება:
- საკითხის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის გარდა ასევე განისაზღვროს იმავე საკითხზე ალტერნატიული ხედვის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირი. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: September 10, 2014
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,030-ჯერ
რატომ არის უმჯობესი დამფუძნებელი არ მართავდეს მის დაფუძნებულ ორგანიზაციას
ადამიანი საკუთარ თავს პასუხს ისე ვერ სთხოვს, როგორც სხვას. შესაბამისად, როდესაც ადამიანები თვითონვე მართავენ საკუთარ დაფუძნებულ ორგანიზაციებს, როგორც წესი, ნაკლებად დაძაბულად და მობილიზებულად მუშაობენ, ვიდრე აღმასრულებელი, დაქირავებული ხელმძღვანელი, რომელსაც დამფუძნებლები კვალიფიციურად მეთვალყურეობენ. ამ უბრალო მიზეზით ასეთ ორგანიზაციებში ბევრად მეტი და ბევრად პროდუქტიული სამუშაო სრულდება.