ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სვლა გარდაუვალი ორგანიზაციული კრიზისისკენ

ორგანიზაციული კრიზისი დგება არა მაშინ, როდესაც ორგანიზაცია აღარ ეხმარება მენეჯმენტს დასახული მიზნების მიღწევაში,  არც მაშინ როდესაც ორგანიზაციის მართვა ხელმძღვანელისთვის დამატებითი თავისტკივილი და დროის ხარჯვის მიზეზი ხდება, არამედ მაშინ როდესაც ორგანიზაცია საქმის გაფუჭებას იწყებს და საქმიანობის შედეგების მკვეთრი გაუარესების პირდაპირი მიზეზი ხდება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: September 3, 2013
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,255-ჯერ

უფრო მეტი, ვიდრე კლიენტები ელიან

ორგანიზაციების სარეკლამო აქტივობები ძირითადად ზედმეტ, არარეალურ მოლოდინებს უქმნიან პოტენციურ მომხმარებლებს. საბოლოოდ შედეგი ერთია – მომხმარებელი ვერ იღებს იმას, რასაც ელოდა და მიუხედავად იმისა, რომ მიღებული პროდუქტი თუ სერვისი სულაც არ არის ცუდი, მაინც უკმაყოფილოა. სრულად წაკითხვა »

ცვლილებების შიში

ძალიან ბევრ ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებები რთულად მიმდინარეობს, ვინაიდან არსებულ თანამშრომლებს, მენეჯმენტის წევრებს აქვთ შიში ცვლილებების მიმართ – ცხადად ვერ ხედავენ საკუთარ ადგილს ახალ სტრუქტურაში, არ იციან ახალი სტრუქტურა როგორ იმუშავებს, რამდენად შეძლებენ ახალი როლების მორგებას. სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების ტერიტორიული განლაგების მნიშვნელობა

პროცესების მიმდინარეობას შეიძლება დაეხმაროს ან ხელი შეუშალოს თანამშრომელთა განლაგებამ. ზოგადად პრაქტიკაში მიღებულია ერთი დეპარტამენტის, სამსახურის, მიმართულების თანამშრომლების ერთად განლაგება. ეს მართლაც საჭიროა, მათ შორის კომუნიკაციის აუცილებლობიდან გამომდინარე. სრულად წაკითხვა »

სტრუქტურები და საერთაშორისო პრაქტიკა

როდესაც სტრუქტურებს ვაკეთებთ, ბევრი კომპანიის მენეჯმენტი ინტერესდება საზღვარგარეთის პრაქტიკით – რას ეყრდნობა ჩვენი მოსაზრება და თუ არსებობს მსგავსი სტრუქტურები. სრულად წაკითხვა »

დასახელება – მთავარი დავალება ქვედანაყოფისთვის

ქვედანაყოფისთვის მთავარი დავალებაა ის, რაც მის დასახელებაში წერია და ცხადად იკითხება. თუ დასახელება ცხადია, ქვედანაყოფიც იმის მიხედვით ცხადად მოქმედებს, თუ დასახელება ზოგადი და ბუნდოვანია, შესაბამისად გაუგებრად მუშაობს სამსახურიც, მიუხედავად იმისა რამდენად დეტალურად არის მის დებულებაში ყველაფერი გაწერილი.

სრულად წაკითხვა »

სტრუქტურაში ტოპ-გუნდზე ამოცანების გადანაწილება

სტრუქტურების მოწყობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. გთავაზობთ შემდეგ მიდგომას  ეფექტიანი დიზაინის შესაქმნელად: ძალიან ცხადად და კარგად გაიაზრეთ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი და პრიორიტეტული ამოცანები და გადაანაწილეთ ის ტოპ-მენეჯმენტის წევრებზე. ამასთან, დაუქვემდებარეთ ის რგოლები, რომლებიც აუცილებელია მათი ამოცანების განსახორციელებლად. სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციაში ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს

ხშირად ორგანიზაციებში არ ასხვავებენ ერთამენეთისგან, თუ ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს. სინამდვილეში ეს ორი საკითხი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განაწილებული ორგანიზაციაში როგორც ერთი, ისე მეორე.

სრულად წაკითხვა »

როდესაც ორგანიზაციაში იდეები ზემოდან ქვემოთ მოდის

ორგანიზაციების დიდ ნაწილში სამწუხაროდ ისეა აგებული  სტრუქტურა და პროცესები,ისეა განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, რომ ახალ იდეებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ძირითადად, ხელმძღვანელებს უწევთ ფიქრი. სწორედ ისინი გვევლინებიან იდეების მთავარ წყაროდ და მერე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ თანამშრომლებზე ზემოქმედებაზე, რათა საკუთარი იდეები ცხოვრებაში განხორციელდეს. ამას ორგანიზაციისათვის ბევრი უარყოფითი ეფექტი ახლავს.

სრულად წაკითხვა »

SWOT ანალიზი კომპანიებში

მენეჯმენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თანამშრომლების მოსაზრებების გაგება კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესახებ, თუმცა უმეტესად ხელმძღვანელები ამას არასერიოზულად უყურებენ და არ აქცევენ დიდ ყურადრებას, არადა თანამშრომლები ხშირად ყველაზე კარგად იცნობენ ორგანიზაციას, მის სპეციფიკასა და იქ არსებულ მდგომარეობას.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება