სინერჯი ჯგუფი საყვარელ კლიენტს ულოცავს დაბადების დღეს! კიდევ უფრო მეტ წარმატებებს, ბედნიერ მომხმარებლებს და თანამშრომლებს ვუსურვებთ!

სინერჯი ჯგუფი საყვარელ კლიენტს ულოცავს დაბადების დღეს! კიდევ უფრო მეტ წარმატებებს, ბედნიერ მომხმარებლებს და თანამშრომლებს ვუსურვებთ!

წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელიც რომელიღაც სფეროში მოღვაწეობს და ეს სფერო მოითხოვს განსხვავებულ, სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას (მაგალითად, სამედიცინო IT, სამშენებლო და სხვა). ასეთი ორგანიზაციების სტრუქტურების ანალიზისას ხშირად ვაწყდებით ერთსა და იმავე პრობლემას, მმართველო გუნდში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც მთავარ კომპეტენტად სახელდება და სხვებს არ აქვთ არანაირი ცოდნა ამ სფეროში. და რაც ყველაზე მეტად ამძიმებს მდგომარეობას, მთავარ კომპეტენტებს სრულად ექვემდებარებიან ამ სფეროს წარმომადგენლებიც. სრულად წაკითხვა »
ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს ემსახუროს თანამშრომლებს, კლიენტებს, საზოგადოებას გაცილებით დიდი შანსი აქვს მიაღწიოს წარმატებას, ვიდრე ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს იმსახუროს თანამშრომლები, კლიენტები და, ცალკეულ შემთხვევებში, მთლიანად საზოგადოებაც.
ორგანიზაციებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ადამიანში სხვადასხვა კონფლიქტური ამოცანებია გაერთიანებული და ამას საკმაოდ უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს ორგანიზაცია და სისტემა. კონფლიქტური ამოცანა გულისხმობს, რომ ერთის მიღწევა გარკვეულ ზიანს აყენებს ან ასუსტებს მეორე ამოცანას.
ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მათი პოზიციის დასახელებაში წერია ან ქვედანაყოფს ჰქვია და არა იმას, რასაც მათი დებულება ან სამუშაოს აღწერა განსაზღვრავს.
ამიტომ სტრუქტურაზე მუშაობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად მოხდება თითოეული პოზიციის თუ სამსახურის დასახელების შერჩევა.
როდესაც ორგანიზაციის ერთი ქვედანაყოფი, ან თუნდაც ერთი მოადგილე აერთიანებს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის და რესურსების 70-80%-ს ან უფრო მეტს, ამ დროს იქმნება სტრუქტურული გიგანტი, რომელიც ძალიან ბევრ და დიდ პრობლემას ქმნის, მიუხედავად იმისა რამდენად კარგი ხელმძღვანელი ჰყავს მას.
თვითონ ეს ხელმძღვანელები კი ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში ავადდებიან გიგანტიზმის სინდრომით და ამ სისტემურ პრობლემებს კიდევ ახალ გართულებებს უმატებენ.
თუ თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობებს და ფუნქციებს ისე გადავანაწილებთ, რომ ერთმანეთი აკონტროლონ, გაცილებით ადვილი გახდება გუნდის, ან თუნდაც მთლიანი ორგანიზაციის მართვა.
ყველაზე კარგად აწყობილი ორგანიზაციები, ისინი, ვინც არათუ ოპერაციულად მუშაობენ გამართულად, არამედ განვითარებითაც გამუდმებით ვითარდებიან, ამას სწორად შექმნილი სისტემური ინტერესთა კონფლიქტებით ახერხებენ ყველაზე უკეთ.
ორგანიზაციული სტრუქტურის მთავარი დანიშნულებაა ადამიანებს მისცეს შესაძლებლობლობა ერთობლივად შექნან მეტი სარგებელი ვიდრე უბრალო ჯამი იმისა რასაც დამოუკიდებლად შეძლებდნენ. ამიტომ, წესით, ყველა კარგი სტრუქტურა სინერგიული უნდა იყოს.
განყოფილების, დეპარტამენტის თუ მთლიანად ორგანიზაციის ხელმძღვანელის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი სისტემების აწყობა, რომელიც გამართულად იმუშავებს და არ იქნება კადრებზე დამოკიდებული/მორგებული.