არის პერიოდები, როცა ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება თმენის ვალდებულება, რომელიც ისევ და ისევ ჩვენთვის და საერთო საქმისთვის არის სასარგებლო. კრიზისები, სტრესული სიტუაციები, რთული შემთხვევები, გადაუჭრელი პრობლემები მუშაობისას სწორედ ის პერიოდებია, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, ჩვენს გამოცდას ემსახურება და ამასთან არა აღელვებას, არამედ სიმშვიდესა და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: April 4, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,635-ჯერ
განსაკუთრებულად დიდი მოტივაცია
ყველაზე მეტად ადამიანს მოტივაცია რომ შევუქმნათ რაღაც კონკრეტული საქმის კარგად გაკეთებაზე საჭიროა, ვკითხოთ, როგორ არის ამ საქმის გაკეთება უმჯობესი და დავეთანხმოთ მის წინადადებას მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ გზა, რომელზეც ჩვენ მანამდე ვფიქრობდით, მის მიერ შემოთავაზებულზე უკეთესია.
- თარიღი: April 3, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,672-ჯერ
თანამშრომლებთან მუშაობა
ორგანიზაციას, სადაც 40-50 ადამიანზე მეტი მუშაობს და სადაც მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავებული საქმით არიან დაკავებული, აუცილებლად უნდა ყავდეს მენეჯერი, რომელიც თანამშრომლებთან მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ყოველ 60-70 თანამშრომელზე, ამ მენეჯერს ერთი ადამიანი უნდა დაემატოს გუნდში.
კანფეტებიანი მძღოლი
ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ყოველ ამომსვლელს კანფეტს ჩუქნის. დღეს მეც მქონდა ბედნიერება, ამ მიკროავტობუსით მემგზავრა. დილა სიხარულით და კარგი განწყობით დაიწყო ყველასათვის, ვინც აქ მოხვდა. ღიმილი, პატარა საჩუქარი, სითბო, სტიკერებით მორთული ფერადი გარემო და კარგი მუსიკა, ყველაფერი სასიამოვნო მგზავრობისათვის.
ლიდერი, რომელიც ზრუნავს
იმისათვის, რომ გუნდის წევრებისგან ლიდერის მანდატი მივიღოთ, აუცილებელია მათგან რაღაცით გამოვირჩეოდეთ. პირველ რიგში ეს განსაკუთრებული ზრუნვის შეგრძნებაა, ეს არის ზრუნვა მომხმარებლებზე, გუნდის წევრებზე და საზოგადოებაზე მთლიანად.
შეაქეთ ადამიანები მათ ხელმძღვანელებთან
თუ გსურთ მუშაკი განსაკუთრებულად წაახალისოთ, ნამუშევარი დაუფასოთ და გაუხმოვანოთ, შეაქეთ იგი ხელმძღვანელის წინაშე. ასეთ შექებას სულ სხვა ძალა აქვს: შექების ობიექტებს ორმაგი მოტივაციით ავსებს, თავად ხელმძღვანელებსაც ეხმარება თანამშრომლის შესახებ “პორტრეტის” ჩამოყალიბებაში და ჩვენც კარგ საქმეს გაგვაკეთებინებს.
- თარიღი: March 28, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,693-ჯერ
კარგად განმარტებული როლი
თუ თანამშრომელს კარგად განვუმარტავთ კონკრეტულად რა არის მისი ფუნქცია ორიგანიზაციაში და რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციისათვის იმას, რასაც ის აკეთებს და ამ მნიშვნელობას არა მარტო ლაპარაკით, არამედ მათდამი დამოკიდებულებითაც გამოვხატავთ, ადამიანების უკეთ მუშაობის მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- თარიღი: March 27, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,510-ჯერ
სისტემური ხარვეზები ორგანიზაციულ სტრუქტურაში
თუ გვინდა, რომ ორგანიზაციის სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემები დავინახოთ, ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ . არ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ არის პროცესები მასში აწყობილი და მხოლოდ სტრუქტურულ სქემას უნდა დავაკვირდეთ კარგად.
- თარიღი: March 26, 2013
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,133-ჯერ
პროცესების აღწერა
პროცესებს, როგორც, მაგალითად, დეპარტამენტებს ან პოზიციებს, ესაჭიროებათ ფორმალიზება და აღწერა. ეს აუცილებელია , რათა ზუსტად დავინახოთ მონაწილე რგოლები, ჩართულმა პირებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ, ერთგვაროვანი გახდეს მისი მიმდინარეობა ან გავაანალიზოთ და მოვახდინოთ მისი ოპტიმიზაცია.
ლიდერობის არჩევანი
ამბობენ, ლიდერებად იბადებიანო და რომ გახდე ლიდერი შეუძლებელია, თუ ამისათვის საჭირო აუცილებელი მონაცემები, არ გაგაჩნია. აქვს თუ არა შანსი ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ასეთი ნიშნები გახდეს აღიარებული ლიდერი . მიუხედავად დიდი სურვილისა ?