ორგანიზაცია და მისი ერთეულები შეიძლება რომელიმე რთულ მექანიზმს შევადაროთ – თუნდაც მანქანას, ან კომპიუტერს – შეიძლება ყველა ნაწილი, ყოველი ელემენტი იყოს მაღალი ხარისხის, ზუსტად ისეთი, როგორიც სჭირდება, მაგრამ ერთად არასწორად იყოს აწყობილი და არ მუშაობდეს, არ დადიოდეს, ან არ ირთვებოდეს.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: February 5, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,596-ჯერ
ორგანიზაცია და მექანიზმი
“უმნიშვნელო” სტრუქტურული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ეფექტები
ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სტრუქტურულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი, ხშირად უარყოფითი შედეგები მოყვება. მაგალითად,
თუ IT – ს გენერალურ დირექტორს უშუალოდ დავუქვემდებარებთ, დიდი ალბათობით, მათ დიდი სტრატეგიული პროექტები გაიტაცებს, ისეთები, რომელთა ეფექტიც ან ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება, ან საერთოდ არ იქნება. ამავე დროს, ეს სამსახური თითქმის მიუწვდომელი გახდება მათთვის, ვისაც რეალურად უნდა ემსახურებოდეს.
თავიდან გასაკეთებელი სტრუქტურა
რაც უნდა კარგად სტრუქტურირებული სტრუქტურა გვქონდეს, რაც არ უნდა ღირებული გადაწყვეტილებები ჩავდოთ სტრუქტურაში, რაც არ უნდა სწორად გავანაწილოთ როლები და ადამიანები, სტრუქტურა მაინც თავიდან გვექნება გასაკეთებელი თუ ზედა დონეზე ორგანიზაციის დანიშნულება და ამოცანები გააზრებული და შეთანხმებული არაა.
- თარიღი: January 30, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,817-ჯერ
ორგანიზაციის მკვდარი და ავადმყოფი უჯრედები
ცოცხალი სტრუქტურები ჩვეულებრივი სტრუქტურებისაგან იმით განსხვავდება, რომ მათ თითქმის არ აქვთ მკვდარი უჯრედები. მათი ყველა ნაწილი ფუნქციონირებს, საკუთარ დანიშნულებას ასრულებს, ორგანიზაციის დანარჩენ ნაწილებთან და მენეჯმენტთანაც ქმედითად თანამშრომლობს.
- თარიღი: January 29, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 3,043-ჯერ
ორგანიზაციული დიზაინის გავლენა
ორგანიზაციული დიზაინი ზემოქმედებს თანამშრომლების ქმედებებზე შემდეგი გზებით:
1. ქცევის მოტივაცია – განსაზღვრული ამოცანებით, პასუხისმგებლობებით, მიზნების შექმნით, შეფასებისა და ანაზღაურების სისტემებით ადამიანები შეიძლება მიმართო სასურველი მიმართულებით და დაახარჯინო ენერგია კონკრეტული საქმიანობებისათვის. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: January 28, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,735-ჯერ
მებრძოლი და მზრუნველი ლიდერები
ძლიერი ლიდერები შეგვიძლია ორ ჯგუფადაც დავყოთ – მებრძოლ და მზრუნველ ლიდერებად, მაშინ, როდესაც პირველებს აუცილებლად სჭირდებათ მოწინააღმდეგე იმისათვის, რათა მათი სტრატეგიული და ტაქტიკური უნარები ბოლომდე გამოიყენონ და თანმიმდევრულად დაამარცხონ ისინი. მეორეებისთვის კი მთავარია მკაფიოდ განსაზრული ზრუნვის ობიექტები ჰყავდეთ, ვისთვის ფიქრშიც და მოქმედებაშიც ისინი დღეს და ღამეს სიამოვნებით ასწორებენ.
ქმედითი კომიტეტები რომ გვქონდეს
ქმედითი კომიტეტი ისეთ შეხვედრას ჰქვია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება, კონკრეტული გადაწყვეტილებებით სრულდება და დღის წესრიგში დასმული საკითხების უმეტესობას ფარავს. ასეთი კომიტეტი რომ გვქონდეს, საჭიროა 3 სრულიად განსხვავებული და მკაფიო როლი სრულად წაკითხვა »
- თარიღი: January 24, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,470-ჯერ
საოპერაციო და განვითარების ამოცანები ერთად ?!
ძალიან გავრცელებული მიზეზით ორგანიზაციებში განვითარების ამოცანების შესრულება ფერხდება ან ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვინაიდან განვითარების ამოცანაზე და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ერთეულები, როგორც წესი, სტრუქტურულად ერთად იმყოფებიან.
- თარიღი: January 23, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,803-ჯერ
ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები
თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს არაფორმალური გავლენის სფეროები. პასუხისმგებლობის რეალური განაწილებაც ბევრგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება ფორმალური სტრუქტურით გათვალისწინებულისაგან. არის ფუნქციები, რომლებიც დებულებების მიხედვით ევალება ერთს და სინამდვილეში კი აკეთებს მეორე. მოკლედ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში არსებობს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება – ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად.
- თარიღი: January 22, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,454-ჯერ
სტრუქტურების შეფასება
ორგანიზაციის შედეგიანობასა და ეფექტიანობაზე ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზაციული სტრუქტურები ახდენს, ვინაიდან ის განსაზღვრავს ინდივიდუალებისა და ჯგუფების ეფექტიანობასაც. ამის შეფასება კი სამი კომპონენტითაა შესაძლებელი: სრულად წაკითხვა »