ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სტრუქტურულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი, ხშირად უარყოფითი შედეგები მოყვება. მაგალითად,
თუ IT – ს გენერალურ დირექტორს უშუალოდ დავუქვემდებარებთ, დიდი ალბათობით, მათ დიდი სტრატეგიული პროექტები გაიტაცებს, ისეთები, რომელთა ეფექტიც ან ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება, ან საერთოდ არ იქნება. ამავე დროს, ეს სამსახური თითქმის მიუწვდომელი გახდება მათთვის, ვისაც რეალურად უნდა ემსახურებოდეს.