ცალკეული, სპეციფიკური შემთხვევების გარდა ახალგაზრდა, შედარებით ნაკლებად გამოცდილი კადრების აყვანა და მათი საკუთარ, შიდა გარემოში გაზრდა ხშირ შემთხვევაში უფრო უკეთესი სტრატეგიაა, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალების მოძიება და აყვანა.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: September 3, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 2,357-ჯერ
პროფესიონალები თუ ლოიალურები
როცა ვგრძნობთ რომ გეგმები ინერციით მიდის
როცა ვგრძნობთ გეგმები ინერციით მიდის, შესრულებული სამუშაოს ოდენობა მცირდება, ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოების ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია, ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი გზა გეგმების მართვის კულტურის გაჩენა და არსებობაა.
გავხადოთ იმ თანამშრომლების მუშაობაც საინტერესო, ვისაც რუტინული საქმის კეთება უწევთ
ერთი მარტივი გამოსავალი არსებობს როგორ გახადო მუშაობა უფრო სასიამოვნო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მოსაწყენ საქმეს ასრულებენ – ძალიან რუტინულს, ტექნიკურს, ნაკლებად შემოქმედებითს – დააკომპლექტეთ ამ ადამიანებისგან პატარა გუნდები და თითოეულს მიეცით პატარა, მაგრამ საინტერესო და თან კომპანიისთვის სასარგებლო ამოცანები გადასაწყვეტად. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი ნაპერწკალი, თუ ამას გააღვივებთ და მისი გამოყენებისთვის მცირე პირობებს შეუქმნით. სრულად წაკითხვა »
პროდუქტი თუ გაყიდვები
კომპანიების დიდ უმრავლესობაში, იმის თუნდაც მეოთხედ დროს და ენერგიას რომ ხარჯავდნენ პროდუქტების განვითარებაზე, რასაც მათ გაყიდვებზე ხარჯავენ, პროდუქტებიც ბევრად უკეთესი იქნებოდა და მათ გაყიდვაზეც ბევრად ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა გახდებოდა საჭირო.
სამი მთავარი კითხვა
სამი მთავარი კითხვა, რომლებსაც ხელმძღვანელები ძალიან ხშირად უნდა უსვამდნენ თანამშრომლებს: რა არის თქვენი მთავარი ამოცანები, რა გიშლით ხელს მათ გადაწყვეტაში, რით შემიძლია მე გავაადვილო მათი გადაწყვეტა.
ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი
ადამიანების დაბალი პროდუქტიულობის კიდევ ერთი მიზეზი ხანდახან არის ის, რომ რასაც ვაკეთებთ დღის იმ მონაკვეთში არ ვაკეთებთ რა დროც უმჯობესია მის გასაკეთებელად.
წიგნების ერთად მკითხველთა კლუბი
დასაქმებული ადამიანების უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული მისი კომპეტენციის ზრდისთვის რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული წიგნების კითხვას, თუმცა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ამისთვის დროის გამოყოფა. დაკავებულობა ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ ახალი წიგნის აღებას ვერ ვახერხებთ.
ერთ-ერთი მარტივი გზა, როგორ შეიძლება გავზარდოთ წელიწადში ჩვენთვის საჭირო და სასურველი წაკითხული პროფესიული წიგნების რაოდენობა არის, სრულად წაკითხვა »
- თარიღი: August 22, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,911-ჯერ
გასვლითი ღონისძიებების შესახებ
გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ფორმალურის ისე არაფორმალურის, ძალიან ეხმარება გუნდის განმტკიცებას და ორგანიზაციაში არსებული ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებასაც კი.
- თარიღი: August 21, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,655-ჯერ
შედეგზე ორიენტირებული მოქმედება
რაც უფრო ნათელი და ცხადია მოქმედების საბოლოო შედეგი, მით უფრო კონცენტრირებულად ვდგამთ ნაბიჯებს ამ შედეგების მისაღწევად. როდესაც საბოლოო შედეგზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს და მხოლოდ დაახლოებით ვიცით, რა ამოცანის გადაჭრაზე ვმუშაობთ, მაშინ ბევრი უსარგებლო, არაფრისმომცემი მოქმედების განხორციელება გვიწევს. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: August 20, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,673-ჯერ
როდესაც ორგანიზაციაში რაღაცის შეცვლა გვინდა
როდესაც ორგანიზაციაში რაღაც გვინდა რეალურად შევცვალოთ უნდა შევცვალოთ მენეჯმენტის და თანამშრომლების მიდგომა, ან ორგანიზაციის სტრუქტურა, ან მოტივაციის სისტემა ან სამივე ერთად.