ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ინოვაციების მაძიებელი

ინოვაციების მნიშვნელობა ყველასათვის ნათელია. მომსახურებაში, პროდუქტებში, საქმის წარმოებაში, შიდა ორგანიზაციაში, შიდა საქმიანობის წესებსა თუ მიდგომებში ახალი, განსხვავებული გადაწყვეტილებების ძიება უწყვეტ პროცესად რომ იქცეს, ინოვაციების მაძიებლის პოზიციის შექმნა, ან რომელიმე არსებული თანამშრომლისათვის ამ ფუნქციის დამატება, შესაძლოა, კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.

სრულად წაკითხვა »

ნამდვილი კეთილისმსურველები

როგორც ადამიანისთვის, უკეთესი მეგობარი ის კი არ არის, ვინც მუდმივად მას აქებს და ადიდებს, არამედ ის, ვინც მას მისი ნაკლოვანებების დანახვაში და გამოსწორებაში ეხმარება. ასეა ორგანიზაციებისთვისაც. ის კლიენტები, თანამშრომლები თუ საქმიანი პარტნიორები, რომლებიც ორგანიზაციის პრობლემებზე, მის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობენ განსაკუთრებით ღირებულები და მნიშვნელოვნები არიან ორგანიზაციისთვის.

სრულად წაკითხვა »

მეტი ინიციატივა

მუდმივად ახალ-ახალი, საინტერესო ინიციატივებით გამოსვლა საუკეთესო გზაა, რათა სწრაფად გავხდეთ ბევრად უფრო ღირებული ჩვენი ხელმძღვანელებისათვის და მთლიანად ორგანიზაციისათვის. მუდმივ ინიციატივას, როგორი დასჯადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ახლა, სინამდვილეში ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმატება მოგვიტანოს.

სრულად წაკითხვა »

კომპეტენციის ზღვარზე

იმისათვის, რომ ადამიანის პროფესიული დისკრედიტაცია მოახდინო, საკმარისია დააწინაურო ისე, რომ კომპეტენციის ზღვარს  გადააბიჯოს. ანუ დააკისრო ისეთი ვალდებულებები, რომლის ზიდვაც მის შესაძლებლობებს აღემატება. ეს არის ყველაზე ადვილი გზა გამოამზეურო მისი შესაძლებლობების ლიმიტი და ყველას დაანახო, რომ მან მოლოდინი არ გაამართლა.

სრულად წაკითხვა »

საიდან დავიწყოთ

წარმოიდგინეთ, სახლის მშენებლობა რომ პროექტის გარეშე დავიწყოთ. შემოვღობოთ ტერიტორია, შევიტანოთ სამშენებლო მასალები და დავიწყოთ საძირკველის გათხრა ისე, რომ არ ვიცოდეთ რას ვაშენებთ, ვისთვის, რამხელას, რა ფორმის, რა მასალის და ა.შ. თან ვაკეთებდეთ ამას და თან გზადაგზა ვფიქრობდეთ რა მასალა შევიტანო? საძირკველი როგორ გავთხარო? რა ფორმის, რა ზომის, კოლონები სად და რამდენი ავაგოთ და ა.შ. რამდენჯერ ვინანებთ, რომ გეგმის გარეშე დავიწყეთ მშენებლობა, რამდენჯერ მოგვიწევს გაკეთებულის დანგრევა და ახლიდან გაკეთება, რამდენი ხანი გაგრძელდება მშენებლობა, ან თუ როდესმე დამთავრდება საერთოდ.

სრულად წაკითხვა »

როდესაც ჯგუფი რთული ამოცანის გადაწყვეტის გზებზე მუშაობს

ბევრად უფრი ადვილი ხდება მსჯელობა და გადაწყვეტილების მოფიქრება ჯგუფში, თუ იცი როგორი ალგორითმით უნდა განიხილო ამოცანა. ხუთი ნაბიჯი, რაც სამუშაო ჯგუფმა რთული ამოცანის განხილვისა და გადაწყვეტის გზების დასამუშავებლად უნდა გაიაროს შემდეგია:

სრულად წაკითხვა »

არ გავყიდოთ ის, რაც არ უნდა გავყიდოთ

ხშირად ყველაზე მეტად ორგანიზაციებს გაყიდვებზე უარის თქმა უჭირთ. უარის თქმა მომსახურების ან პროდუქტის მიყიდვაზე მომხმარებლისთვის, რომლებსაც ის არ სჭირდებათ ან რომელსაც ისინი სათანადოდ ვერ გამოიყენებენ.

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელები დილას რომ არ იგვიანებდნენ

საქართველოში პირველი პირები ძალიან ხშირად იგვიანებენ სამსახურში. ეს დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზაციებში შრომის ნაყოფიერებაზე.  სრულად წაკითხვა »

რაც ძნელად მოდის

ბევრისგან გამიგია: რაც ძნელად მოდის ბევრად ტკბილია, ბევრად უფრო სასარგებლო, ბევრად უფრო მყარი და სტაბილურია. ის კი, რაც ადვილად და სწრაფად მოდის პირიქით, ბევრად უფრო მყიფეა, სუსტია და ადვილადვე იკარგება.

სრულად წაკითხვა »

თანამედროვე მონები

ხშირად ხდება ისე, რომ ხელმძღვანელი ყველაფერს აკეთებს, რათა რომ მისი გუნდის განსაკუთრებულად ღირებული წევრი სამუშაოდ სხვა ქვედანაყოფში, ან სხვა ორგანიზაციაში არ გაუშვას, მაშინაც კი, თუ ეს ამ ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება