ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: August 14, 2012
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,698-ჯერ

ერთი პრინციპი

თუ გუნდის შიგნით ერთი პრინციპის ამორჩევას შევძლებდით, რომელიც მაქსიმალურად გააერთიანებდა იმ სულისკვეთებას, რაც გუნდს და ჩვენ გვჭირდება, აქტიურად გავავრცელებდით ამ პრინციპს გუნდის წევრებს შორის და პირველები ვიქნებოდით, ვინც ამ პრინციპს დაიცავდა, ამით ძალიან დავეხმარებოდით გუნდს მუშაობის სწორ ორიენტირებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და საქმიანობის შეფასებაში. სრულად წაკითხვა »

ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში

ყველა ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს საშუალება კარგი ბიბლიოთეკა მოაწყოს, ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს. ბიბლიოთეკა ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები აუცილებლად ბევრ წიგნს წაიკითხავენ, მაგრამ ეს რამოდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლო.

სრულად წაკითხვა »

რატომ არ ღირს ვეძებოთ დირექტორი ორგანიზაციის გარეთ

შიდა კადრების დაწინაურების მნიშვნელობა, თითქოს, ყველას კარგად ესმის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება უმეტესობა ამჯობინებს, დირექტორებისა და სხვა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე წარმოქმნილი ვაკანსია გარედან მოყვანილი კადრით დააკომპლექტოს.

სრულად წაკითხვა »

მივცეთ საშუალება თანამშრომლებს უფრო აქტიურად გვმართონ

ბევრი ადამიანის მართვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მათზე ამოცანების განაწილება და ამის შემდეგ მათთვის საშუალების მიცემა, თვითონ გვმართონ ჩვენ. არადა, ამასთან, ეს უკანასკნელი მიდგომა ბევრად უკეთეს შედეგებსაც იძლევა.

სრულად წაკითხვა »

ბიზნეს-პროცესების განვითარების ბიზნეს-პროცესი

ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობის როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგს მნიშვნელოვნად (თუ სრულად არა) განსაზღვრავს სტრატეგია, რომლითაც მენეჯმენტი მოქმედებს, სტრუქტურა – თუ როგორ არის განაწილებული როლები, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება ადამიანებს შორის და ბიზნეს-პროცესები – რამდენად გამართულად და სწორად მიმდინარეობს ის.

სრულად წაკითხვა »

ოპერაციული მართვა და პროგრამული მართვა

დღეს ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი ძირითადად ოპერაციულად იმართება, ანუ წამოჭრილი საკითხების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, სპონტანურად იბადება იდეები და ქაოსურად მიმდინარეობს ამ იდეების განხორციელების პროცესიც. მნიშნელოვანია, რომ ორგანიზაციები ოპერაციული მართვიდან პროგრამულ მართვაზე გადავიდნენ.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 1, 2012
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,687-ჯერ

ცუდი ხელმძღვანელობის ხვედრი

ადამიანი, რომელიც რაიმე გარემოების გამო, ხელმძღვანელი გახდება, თანამდებობას შეიფერებს, ყოფილ კოლგებეთან დისტანციას გაზრდის, მათგან შორს დაიჭერს თავს, ქცევის მანერასაც საგრძნობლად შეცვლის, თანამშრომლებს ზემოდან დაუწყებს ყურებს და მის საუბარში მენტორული ტონიც მოიმატებს, ძალიან დიდი ალბათობით, წინ ბევრი სირთულე ელის და თუ მოკლე ხანში არ მოვა გონს, მისთვის დიდი წარუმატებლობაც არ დაახანებს.

სრულად წაკითხვა »

ნდობის ჯგუფი

თუ ორგანიზაცია მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისგან, ყველაზე ლოიალური და გამოცდილი თანამშრომლებისგან, ასევე მათგანაც, ვინც ორგანიზაციაში ადრე მუშაობდა და ახლაც ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს მასთან, ერთგულებას და ლოიალურობას გამოხატავს, შექმნის ნდობის ჯგუფს და შეეცდება ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს მისი დახმარებით მიაღწიოს, ბევრ კარგ შედეგს მიიღებს აქედან:

სრულად წაკითხვა »

ადამიანების სევდა

ადამიანებს ყველაზე მეტად, ალბათ, მათი წარუმატებელი ცხოვრება ადარდებთ. თან სულ უფრო მეტად, რაც მეტი დრო გადის. თუ ხელმძღვანელები იმაზე იზრუნებენ, რომ ადამიანებს ეს დარდი არ გაუჩინონ, ეცდებიან მათი შესაძლებლობები დაინახონ და ბოლომდე გამოიყენონ, ამით დაეხმარებიან გახდნენ წარმატებულები იქ, სადაც მუშაობენ და თვისებებიც ამის შესაბამისი შეიძინონ. ასე დიდხანს შეინარჩუნებენ კადრებსაც და ორგანიზაციასაც ბევრ სასარგებლოს გაუკეთებენ.

სრულად წაკითხვა »

მსუბუქი ქცევის ხელმძღვანელები

არიან მენეჯერები, რომლებიც ძალიან ადვილად ექცევიან ადამიანების გავლენის ქვეშ. ვინც ელაპარაკება მის არგუმენტებს და ინფორმაციას განსჯის გარეშე იღებენ, ადვილად ეთანხმებიან მოსაუბრეს და რაღაც დროის განმავლობაში, სანამ სხვა რაღაც სხვას არ ეტყვით, მის ხედვებსაც იზიარებენ.

ასეთ ადამიანებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია, ვინაიდან ისინი ძალინ ხშირად იცვლიან აზრს, დღეს ერთს ლაპარაკობენ ხვალ სხვას, დღეს ერთს გავალებენ ხვალ სხვა რაღაცას გთხოვენ და რაც უნდა გააკეთო ხშირად მაინც უკმაყოფილოები არიან.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება