ვფიქრობთ, თბილისის მერიას შეუძლია შექმნას ელექტრონული ცნობარი, სადაც ჩატვირთული იქნება თბილისის რუკა. მასზე უნდა აისახოს ავტობუსის გაჩერებების ადგილმდებარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების მარშრუტები მათი ნომრების მიხედვით. ცნობარი შეიძლება განთავსდეს მერიის ვებგვერდზე, კარგი იდეა შეიძლება იყოს ელექტრონული ცნობარის ინტეგრირება Paybox–ის აპარატებში. ასევე შეიძლება ამ აპარატების ავტობუსის გაჩერებებზე დადგმა. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
როგორ შეიძლება დიდმა ინტერნეტ ოპერატორებმა გაუკეთონ ინტერნეტს პოპულარიზაცია რეგიონებში
ჩვენი აზრით ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა სოფლის ბიბლიოთეკები, კერძოდ კი მათ ბაზაზე ინტერნეტ კაფეების განვითარება და პოპულარიზაცია. ამისათვის ინტერნეტ ოპერატორმა, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, ყველა სოფლის ბიბლიოთეკას უნდა დაუდგას თავის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერები. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს ინტერნეტის უფრო აქტიური დისტრიბუცია
ვფიქრობთ, რომელიმე მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერისათვის კარგი შესაძლებლობა იქნება, შემოიტანოს იაფფასიანი ნოუთბუქები, სადაც მისი ინტერნეტის მიმღები იქნება ჩამონტაჟებული და განახორციელოს მათი აქტიური პრომოცია და დისტრიბუცია. ნოუთბუქები გაყიდოს თვითღირებულებაზე იაფად, ან სულაც სიმბოლურ ფასად, თუკი მისი ინტერნეტის მოხმარება იქნება გარანტირებული. სრულად წაკითხვა »
როგორ უნდა შეიტანონ ინტერნეტ-პროვაიდერებმა ინტერნეტი რეგიონებში უფრო სწრაფად
ჩვენი აზრით, მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ინტერნეტის რეგიონებში დისტრიბუცია, ეს შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალურად აითვისონ მთელი საქართველოს ტერიტორია. ამის საკუთარი ძალებით გაკეთებას საკმაო დრო და რესურსი დაჭირდება.
როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს გაზარდოს სკოლის მასწავლებლების მოტივაცია
თუ განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ჩაატარებს საგნობრივ ოლიმპიადებს მასწავლებლებს შორის, საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლებს დააჯოლდოებს ოქროს მედლებით და მისცემს სკოლას უფლებას იმ წელს სკოლის შენობის წინ საქართველოს იმდენი დროშა აღმართოს, რამდენი ოქროს მედალოსანი მასწავლებელიც ეყოლება, ამით მნიშვნელოვნად გაზრდის მოტივაციას სკოლის ადმინისტრაციაშიც, მასწავლებლებშიც და მშობლებისთვის ბევრად ადვილი გახდება შეარჩიონ სკოლა საკუთარი შვილებისათვის. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს გაზარდოს განათლების სისტემის დაფინანსება
თუ განათლების სამინისტრო ქმედით დახმარებას გაუწევს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს (სახელობო სასწავლებლებსაც, როცა იქნებიან) ყოფილი მოსწავლეებისაგან, მოსწავლეთა მშობლებისაგან და ადგილობრივი მსხვილი და საშუალო საწარმოებისაგან თანხების ორგანიზებულად მოძიებაში, ამით მთლიანად გაანთლების სისტემაში მნიშვნელოვანი სახსრების შემოდინებას შეუწყობს ხელს.
რა შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტის ფონდმა უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი ახალგაზრდების დაფინანსების პოლიტიკაში
სწორედ ახლა იწყება იმ ახალგაზრდების შერჩევის პროცესი, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნეს–განათლების მიღებას დაუფინანსებს. ეს პროცესი უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბევრ ადამიანს მისცა დამატებითი სტიმული, ეფიქრათ ხარისხიანი განათლების მიღებაზე. პროცესი უდაოდ მნიშვნელოვანია, ამასთან რამოდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. კერძოდ, სრულად წაკითხვა »
რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანები 2010-2011 წლებში
განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა, თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ, სავარუადოდ, დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვერც ხელისუფლების მხრიდან. სრულად წაკითხვა »
რა უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისია
ჩვენი ზომის და თავისებურებების მქონე ქვეყანაში განათლების სამინისტრო თავის უმთავრეს დანიშნულებად უნდა მიიჩნევდეს
მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში ჯანსაღი ფასეულობების, შრომისუნარიანი, განათლებული ახლგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას.
მისი საქმიანობა სწორედ ამ მისიის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ძალისხმევა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ამ კონკრეტული მიზნისკენ არ არის მიმართული. სრულად წაკითხვა »
რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ და რატომ სასკოლო აღზრდის ხარისხის ასამაღლებლად
სკოლის ფუნქციებს შორის ერთ–ერთი მთავარია და შესაძლოა უმთავრესიც, მოზარდებში სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალი არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ სასკოლო აღზრდის დონის სწრაფი ამაღლება. მითუმეტეს, რომ განათლების ხარისხის გაზრდისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით გაცილებით სწრაფი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება. სრულად წაკითხვა »