ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია შეცვალო, ვიდრე ის როგორ შეცვლი

იშვიათად, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თუ რას შეცვლი და როგორ არის ის, რომ რამე შეცვალო საერთოდ, ოღონდ სწრაფად.

განსაკუთრებით კრიზისებშია ასე. მოქმედება, ცვლილებები ბევრად უფრო კარგ გარემოს ქმნის, მიუხედავად იმისა რამდენად გააზრებულია თითოეული ცვლილება, ვიდრე ბევრი ფიქრი და ბევრი მსჯელობა იმაზე თუ რისი გაკეთება ღირს და რისი არა.

მართალია ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად ასე მუშაობენ ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ის, ვინც კრიზისებში ასე სწრაფ რეაგირებას ვერ ახერხებს, კრიზისიდან გამოსვლა უჭირს.

ნუ დაუსახავთ თანამშრომლებს რაოდენობრივ მიზნებს

როდესაც თანამშრომლებს რაოდენობრივ მიზნებს ვუსახავთ და უფრო მეტიც მერე ამ მიზნებზე მათ პასუხისმგებლობას ან მოტივაციას ვაბამთ, ამით ვრისკავთ, რომ არასწორად განსაზღვრული მიზნების გამო შესაძლოა თანამშრომლებს ორგანიზაციისთვის საზიანო ქმედებებისკენ ვუბიძგოთ.

არასწორ გაყიდვებზე მოტივაციამ შესაძლოა თანამშრომელს მომხმარებლის მოტყუებისკენ უბიძგოს; არასწორ მოგებაზე მოტივაციამ შესაძლოა გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას შეუშალოს ხელი; კლიენტების არასწორი რაოდენობის მოზიდვამ შესაძლოა მათი უკმაყოფილება და მომსახურების ხარისხის შემცირება გამოიწვიოს.

ასევეა ყველა რაოდენობრივი მიზანი, რომელსაც ადამიანები საზღვრავენ, და რომელიც შესაძლოა თავისთავად იყოს მცდარი, არარეალური ან საზიანო ორგანიზაციისთვის. თვითონ რაოდენობრივი პარამეტრებით ადამიანების შეფასებასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება, არათუ არასწორი მიზნები მოვიფიქროთ და მერე მათზე საჭიროზე მეტი მოტივაცია გავაჩინოთ.

განვავითაროთ თანამშრომლები ჩვენით

ყველამ ვიცით, რაც უფრო მაგრები არიან ჩვენი თანამშრომლები, უფრო მაგარია ჩვენი ორგანიზაციაც. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ბევრ მენეჯერს შეიძლება არ სჯერა ან არ იცის, რომ კიდევ უფრო მაგარია ორგანიზაცია, რაც უფრო მეტი აქვს თვითონ გაკეთებული საკუთარი  თანამშრომლების სწავლებისთვის და განვითარებისთვის.

შეგვიძლია ავიყვანოთ თანამშრომლები ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს თანამშრომელს, ვისაც ამის სურვილი აქვს, დავუფინანსოთ მაგისტრის ხარისხის მიღება. მეორე მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით ბევრი, უფრო კვალიფიციური და უფრო მოტივირებული თანამშრომელი გვეყოლება, ვიდრე პირველში. ლოიალურობაც გაცილებით დიდი ექნებათ ორგანიზაციის მიმართ და ეს ყველაფერი ხარჯითაც უფრო ნაკლები თუ არა მეტიც არ დაგვიჯდება.

  • თარიღი: April 5, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,086-ჯერ

ერთი და იმავე დროს თუ ერთი და იმავე საქმეს გავაკეთებთ სულ უფრო სრულყოფილი გახდება შედეგი და პროცესი სასიამოვნო

თუ დღის, კვირის, თვის, წლის ერთი და იმავე დროს მუდმივად ერთი და იმავე საქმეს გავაკეთებთ ჩვენ თვითონ ბევრ ახალ, საოცარ აღმოჩენას გავაკეთებთ. ჯერ ვიგრძნობთ როგორ გადავა ეს ყველაფერი ჩვევაში, მერე ვიგრძნობთ როგორ სულ უფრო სასიამოვნო გახდება ამის კეთება, მერე კი დეტალებზე მეტი და მეტი ყურადღების დათმობით დავინახავთ როგორ სულ უფრო სრულყოფილი გახდება შედეგი, რომელიც ამ მოქმედებებს მოაქვს.

თუ დღის ერთი და იმავე დროს ვკითხულობთ, ვფიქრობთ, ვჭამთ, თუ კვირის ერთი და იმავე დროს ვვარჯიშობთ, მომდევნო კვირის სამუშაოებს ვგეგმავთ, თუ თვის ერთი და იმავე კვირის ერთი და იმავე დღეს თანამშრომლებთან კონკრეტულ შეხვედრას ვატარებთ, თუ წლის კონკრეტული თვის კონკრეტულ კვირას კოლეგებთან ერთად ჩვენი კომპანიის სტრატეგიას ვგეგმავთ და დასასვენებლადაც ვცდილობთ წლის ერთი და იმავე პერიოდში წავიდეთ, თითოეული მოქმედება სულ უფრო დეტალების დონეზე საინტერესო, სასიამოვნო და პროდუქტიული ხდება და შედეგიც და პროცესიც ბევრს იგებს ამის გამო.

  • თარიღი: April 4, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,359-ჯერ

აღაფრთოვანეთ კლიენტები წინასწარ გათვლილი, დაგეგმილი, მათთვის მოულოდნელი დეტალებით

კლიენტების კმაყოფილება რომ მოლოდინების გადაჭარბების პირდაპირპროპორციულია ყველასთვის ცნობილი ამბავია, მაგრამ თუ ჩვენ მათი აღფრთოვანება გვსურს როგორმე მცირე დეტალებით, სულ პატარა, მაგრამ ეფექტური, წინასწარ დაგეგმილი კარგად გააზრებული, მათთვის მოულოდნელი ნიუანსებით უნდა გავაოცოთ. ისეთი დეტალებით, სადაც ცხადად ჩანს რამდენად მოვინდომეთ, როგორ ვიზრუნეთ, ზუსტად მივმხვდარიყავით რა დასჭირდებოდათ, რა გაეხარდებოდათ ყველაზე მეტად და მერე როგორ გულით და მონდომებით განვახორციელეთ ეს ყველაფერი სულ პატარა დეტალების დონეზე.

კლიენტები, როდესაც ასეთ დეტალებს ხვდებიან ან ხედავენ, მაგით ყველაზე კარგად განიცდიან რამდენად მნიშვნელოვნები არიან ჩვენთვის, რამდენად გვინდა მათთვის სიხარულის მინიჭება და სწორედ ამ მიდგომას და მონდომებას აფასებენ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად.

  • თარიღი: April 2, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,496-ჯერ

თანამშრომლის შესახებ გადაწყვეტილება პირველ რიგში მისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღებოდეს და არა საქმის

თუ თანამშრომლისთვის ასე უკეთესია – უნდა გაუშვა, თუ მისთვის უკეთესია უნდა დააწინაურო, თუ მისთვის უკეთესია უნდა გადაიყვანო სხვაგან, თუ მისთვის უკეთესია უნდა დატოვო იქ, სადაც მუშაობს ახლა. და ეს უნდა გააკეთო მაშინაც კი, ამით საქმე მოკლევადიან პერიოდში რისკის ქვეშ რომ დადგეს.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად დასაწინაურებელ ადამიანს არ ვაწინაურებთ იმის გამო, რომ ამით საქმე შეიძლება გაფუჭდეს, გადაგვყავს და ვუშვებთ ან არ გადაგვყავს და არ ვუშვებთ საქმის ინტერესიდან გამომდინარე და ნაკლებად ვითვალისწინებთ რამდენად ეს ცვლილება სწორედ თანამშრომლისთვის არის მნიშვნელოვანი.

სინამდვილეში, ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მხოლოდ თანამშრომლის ინეტერესიდან უნდა გამოდიოდეს. ასეთ დროს შემცვლელიც უფრო ადვილად ჩნდება, თანამშრომელიც ბოლომდე იტოვებს პასუხისმგებლობას, ისე არ წავიდეს რამე რომ გაფუჭდეს და ბევრად ლოიალური და ერთგული რჩება თუ მაშინ ვუშვებთ, როცა პირველ რიგში მისთვის ასე უკეთესია.

  • თარიღი: March 30, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,462-ჯერ

მიზანი უნდა იყოს ლამაზი

როცა მიზანი ლამაზია, მას უკეთესად შეუძლია თავისი დანიშნულება შეასრულოს, დამუხტოს, დაამოტივიროს, მუდმივად ახსოვდეს ადამიანებს და უნდოდეთ მისი მიღწევა იმიტომაც, რომ მერე დიდხანს გაიხსენონ და მიღწეულით იტრაბახონ.

პირველებმა გადავლახოთ მილიარდიანი ზღვარი ბაზარზე მთლიანი აქტივებით, მივაღწიოთ ას მილიონს შემოსავლებში აქედან მესამე წელს, ორჯერ შევამციროთ ადმინისტრაციული დანახარჯები ერთ თანამშრომელზე უკეთესი მიზნებია გადასაცემად, დასამახსოვრებლად, დასამოტივირებლადაც, გასახსენებლად და სატრაბახოდაც მიღწევის შემდეგ, ვიდრე მაგალითად: შემოსავლების ზრდა 32%-ით, ხარჯების შემცირება 26%-ით ან მთლიანი აქტივების ზრდა 45%-ით.

  • თარიღი: March 29, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,480-ჯერ

ტერიტორია ბრძოლისთვის და ტერიტორია შერიგებისთვის

ადამიანები, როგორც წესი, როცა ვინმესთან საბრძოლო გვაქვს, სახლში ვუვარდებით და იქ ვებრძვით, ხოლო თუ ვინმეს შემორიგება გვინდა და მეგობრობა მათთან, სახლში ვპატიჟებთ და კარგად ვუმასპინძლდებით, რომ მათი გული მოვიგოთ და დავიმეგობროთ.

არადა წესით, პირიქით გაცილებით ადვილია ჩვენთვის სასურველი მიზნების მიღწევა. თუ ვინმესთან ბრძოლა გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე რომ ვებრძოლოთ ბევრად დიდი უპირატესობები გვექნება და გამარჯვებაც უფრო ადვილი უნდა იყოს წესით. დამეგობრებისთვის და შერიგებისთვის კი მის ტერიტორიაზე შესარიგებლად მისვლით გაცილებით მეტად მოვიგებთ მათ გულსაც და ბევრად ახლობლები და ძვირფასები გავხდებით მათთვის. ამგვარად, მივცემთ შანსს გვიმასპინძლონ და უფრო თამამად დაგვიახლოვონ. როგორი მტერიც არ უნდა იყოს, როცა ვთხოვთ, რომ მასთან სტუმრად გვინდა მისვლა ფრთხილად მიგვიღებს, მაგრამ გულით გვიმასპინძლებს.

  • თარიღი: March 28, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,385-ჯერ

შიდა დანაშაულთან ბრძოლის ყველაზე კარგი სტრატეგია დანაშაულის პრევენციაა

იმის მაგივრად, რომ ვეძებოთ ვინ ჩაიდენს დანაშაულს რათა დავსაჯოთ, სჯობს ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ დანაშაულის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეს არავის.

ბევრი გადაწყვეტა არსებობს როგორ არ ვუბიძგოთ თანამშრომლებს დანაშაულზე – გაფრთხილება, შეხსენება, სასჯელის შემთხვევაში ინფორმაციის ფართო გავრცელება სხვებმაც რომ გაიგონ, თუ ჩადენილი აქვთ გამოასწორონ, თუ თვითონ ვეღარ გამოასწორებენ თქვან და ერთად გამოვასწოროთ. ასე სჯობს, ვიდრე თაგვებივით სათაგურები ვუგოთ და ვდიოთ როდის ჩაიდენენ დანაშაულს.

ამგვარად, კონტროლიც უფრო იაფი დაჯდება, გამოსწორებაც ნაკლებ რამეს დაჭირდება და მოგვარებაც ადვილი იქნება ბევრად.

თუ ფიქრობ, რომ ადამიანები გადაირივნენ შენს გარშემო და ვერ ცნობ ვერავის, ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაც შენ თვითონ არ გაქვს ისე, როგორც საჭიროა

ხანდახან გვგონია, რომ სრულიად სამყარო გადაირია ჩვენს გარშემო, ადამიანებს ვერ ვცნობთ, უახლოესებიც კი გაუგებარ და მიუღებელ რაღაცებს აკეთებენ, გვგონია, რომ მარტო დავრჩით და არავის ჩვენი აღარ ესმის.

ასეთ დროს ყველაზე მართებულია დავინტერესდეთ ჩვენ ხომ არ გვაქვს რამე პრობლემა, იქნებ ჩვენ ავცდით სამყაროს, იქნებ ჩვენ შეგვეცვალა რაღაცა, რამაც გარემოს ჩვენს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება გამოიწვია. ან ყველაზე ხშირად როგორც ხდება ასეთ დროს, უბრალოდ გვეჩვენება ჩვენს მიმართ ადამიანებში ცვლილებები და საკმარისია დავმშვიდდეთ, ჩვენს თავში ჩავიხედოთ და ადამიანებიც ეგრევე იცვლებიან ჩვენს მიმართ.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება