თუ დღის, კვირის, თვის, წლის ერთი და იმავე დროს მუდმივად ერთი და იმავე საქმეს გავაკეთებთ ჩვენ თვითონ ბევრ ახალ, საოცარ აღმოჩენას გავაკეთებთ. ჯერ ვიგრძნობთ როგორ გადავა ეს ყველაფერი ჩვევაში, მერე ვიგრძნობთ როგორ სულ უფრო სასიამოვნო გახდება ამის კეთება, მერე კი დეტალებზე მეტი და მეტი ყურადღების დათმობით დავინახავთ როგორ სულ უფრო სრულყოფილი გახდება შედეგი, რომელიც ამ მოქმედებებს მოაქვს.
თუ დღის ერთი და იმავე დროს ვკითხულობთ, ვფიქრობთ, ვჭამთ, თუ კვირის ერთი და იმავე დროს ვვარჯიშობთ, მომდევნო კვირის სამუშაოებს ვგეგმავთ, თუ თვის ერთი და იმავე კვირის ერთი და იმავე დღეს თანამშრომლებთან კონკრეტულ შეხვედრას ვატარებთ, თუ წლის კონკრეტული თვის კონკრეტულ კვირას კოლეგებთან ერთად ჩვენი კომპანიის სტრატეგიას ვგეგმავთ და დასასვენებლადაც ვცდილობთ წლის ერთი და იმავე პერიოდში წავიდეთ, თითოეული მოქმედება სულ უფრო დეტალების დონეზე საინტერესო, სასიამოვნო და პროდუქტიული ხდება და შედეგიც და პროცესიც ბევრს იგებს ამის გამო.