რა შესაძლებლობას აძლევს კრიზისი მცირე ზომის ბანკებს

ბოლო დროს ძალიან ბევრი მოდის ჩვენთან, რომელთა ბიზნესებს რთული  ფინანსური მდგომარეობა აქვთ.  თავის დროზე იმის გამო რომ დიდი სესხები აიღეს, შემცირებული შემოსავლებით ვეღარ ახერხებენ მის გადახდას. დღეს ისინი ეძებენ ინვესტორს, რომელიც მათი ბიზნესის გარკვეულ წილს იყიდის ან ასესხებს თანხას და შესაბამისად გადაარჩენს მათ კომპანიას.

მეორეს მხრივ არიან ფიზიკური პირები, რომლებთაც აქვთ დიდი დანაზოგები და სურთ რომ სადმე დააბანდონ მაქსიმალურად ურისკოდ მაგრამ მომგებიანად. შესაბამისად ისინი დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა ბიზნესებში სრული ან ნაწილობრივი წილის შეძენით.

ამ სიტუაციაში ვიღაცამ უნდა ითავოს შუამავლის როლი რათა ბიზნესები და ინვესტორები ერთმანეთს დააკავშიროს. ვფიქრობთ ეს ფუნქცია შეიძლება რომ რომელიმე მცირე ზომის ბანკმა ითავოს (დიდ ბანკებს ამისთვის არ სცალიათ), რადგან ჯერ ერთი მათ უკეთესად შეუძლიათ შეაფასონ ბიზნესის მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა, მეორეს მხრივ კი თვალყური ადევნონ ინვესტორის მიერ დაბანდებული თანხების მიზნობრივ გამოყენებას.

სანაცვლოდ კი ბანკს შეუძლია მიიღოს სარგებელი იმ კუთხით, რომ დაბანდებული თანხები მისი ანგარიშებიდან გაივლის, ასევე ასეთი გარიგებებისათვის შეიძლება დაიტოვოს საკომისიოები. და რაც მთავარია შეიძენს მზარდ, კარგი შესაძლებლობის კლიენტურას შემდგომი მომსახურებისათვის, როგორ კომპანიების, ისე ინვესტორი ფიზიკური პირების სახით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.14 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება