რა შეიძლება უყონ ბანკებმა სესხებში დარჩენილ ბინებს

ბინები რომლებიც ბანკებს რჩებათ უზრუნველყოფაში შეიძლება მათ გამოიყენონ იმაში, რომ შესთავაზონ უფრო მაღალი ყოველთვიური გადახდის მქონე პრობლემურ მსესხებლებს გადავიდნენ უფრო დაბალი ყოველთვიური გადახდის მქონე ბინებში საცხოვრებლად და ამით შეიმცირონ ყოველთვიური გადახდები არა დროებით (როგორც ეს სესხების რესტრუქტურიზაციების შემთხვევაში ხდება), არამედ საერთოდ, ხოლო შედარებით ძვირი ბინები უნდა გადაკეთდეს ოფისებად და გაიყიდოს ან გაქირავდეს.

მაგ: პრობლემური მსესხებელი რომელიც ცხოვრობს პრესტიჟულ უბანში და გადასახდელი აქვს იპოთეკური სესხი ყოველთვიურად 3000 დოლარი, მაგრამ შეუმცირდა შემოსავლები და შეუძლია მხოლოდ გადაიხადოს 2000 დოლარი. ბანკმა ჩამორთმეული ბინებიდან შეიძლება ამოურჩიოს ისეთი, რომელზეც 2000 დოლარის გადახდაა შესაძლებელი ყოველთვიურად. შესაბამისად მსესხებელი უნდა გადავიდეს ამ ბინაში.

რატომ?

დღეს საბანკო სისტემას 200 ათასამდე პრობლემური მსესხებელი ყავს – ადამიანები რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ყოველთვიური შემოსავლები. აქედან დიდი ნაწილი იპოთეკური სესხებით მოსარგებლე პირები არიან. მათ დღეს რესტრუქტურიზაციებს სთავაზობენ რაც არ არის გამოსავალი ვინაიდან მდგომარეობა სავარაუდოდ დიდი ხანი არ გამოსწორდება. შესაბამისად მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შეიცვალონ ღირებულებით მათი დღევანდელი შემოსავლის შეუსაბამო საცხოვრებელი უფრო შესაბამისით. ამისათვის ბანკმა თავისივე ბინებიდან უნდა შეურჩიოს ისეთები რომლებიც უფრო პატარაა ღირებულებით და შესთავაზოს მათში გადასვლაგამოსყიდვის პირობით.

ამის გარდა ცნობილია, რომ დღეს ბევრი ორგანიზაცია ფიქრობს და ცდილობს შეიმციროს იჯარის ხარჯი ოფისებზე, ბევრს არც სჭირდება იმხელა ოფისები რაც უკავიათ თანამშრომლების შემცირებული რაოდენობის გამო. ამან მნიშნელოვნად გაზარდა მოთხოვნები პატარა ოფისებზე 100-150 ათასის ფარგლებში. შესაბამისად ამ მიზნით ადვილად შეიძლება იქნეს გამოყენებული შედარებით ძვირი საცხოვრებელი ბინები რომლებსაც მცირე რემონტის შემდეგ შესაძლოა დანიშნულება შეეცვალოს და საოფისედ გადაკეთდეს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 2.20 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რა შეიძლება უყონ ბანკებმა სესხებში დარჩენილ ბინებს”


  1. Gio
    on Jun 1st, 2009
    @ 16:08

    pirveli, adamianebisaTvis sacxovreblis shecvla ar aris martivi, ara imitom rom gadagargeba rtulia, aramed imitom rom wina binis patroni ar miscems normalurad cxovrebis sashualebas…arc aravis unda cartmeul binashi shesvla, tundac sul rom auqcionze iyidos. qartuli mentalitetia. myidvelebsac cud mdgomareobashi ayeneben da rodesac adamini igebs, rom mis binashi asaxleben cota ufro meti sesxis mqone, magram masavit gaubedurebul da problemur mevales, cecxls miscems im saxls..

    meore, saerTod ar aris moTxovna qirebze, imisaTvis rom Rirdes amxela operaciis chatareba da mteli qveynis mtrad gadaqceva..ar aris imdeni firma, rom amdeni bina iqiravos…tan binebi yoveltvis mosaxerxebeli ar aris ofisisatvis, yvela bina ar aris pirvel sartulze da quchaze gamavali da magalitad me-7 sartulze ezos shignit mxares gamavali bina ofisad bevrs ar gamoadgeba vinc liftSi kartofiliT da pomidvriT dazurgul macxovrebelTan erTad unda iaros…

    mTavari is aris am TemaSi, rom bankebma ar dauSvan binebis masobrivad gamoyra bazarze, rac uZravi qonebis isedac gameotxedebul fasebs kidev daagdebs, bankebis mier gacemuli ipotekuri da araipotekuri sesxebis umetesoba uZravi qonebiT aris uzrunvelyofili da sul gamoeclebat xelidan yvelaferi, tviton patronebze rom araferi vTqvaT…


  2. Irakli
    on Jun 1st, 2009
    @ 23:03

    au gio bazarze tu gamoikara es binebi, memgoni mere isev tqven unda iyidot da dzvirat gayidot, torem tqveni sashveli agar iqneba.

    ise im baghebis idea ro iyo aq, dzalian kargia… ar gindat ro miaqtsiot yuradgeba??

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება