როგორ შეიძლება გაზარდონ თავიანთი ბაზარი ინტერნეტ პროვაიდერებმა

დღეს უკვე იმ სეგმენტის ინტერნეტიზაცია, ვინც იცის როგორ და რაში შეიძლება გამოიყენოს ინტერნეტი სირთულეს აღარ წარმოადგენს. ეს გარდაუვალი პროცესია და თავისითაც აუცილებლად განხორციელდება დღეს თუ არა ხვალ.

ინტერნეტ პროვაიდერებს ფიზიკური პირების ბაზარზე განვითარებისათვის სჭირდებათ რაღაც ახალი, ჯერ კიდევ აუთვისებელი ნიშის მოძებნა და მასზე მიზანმიმართული მუშაობა. ამ მხრივ ვფიქრობთ ძალიან საინტერესო და მომგებიანი შეიძლება იყოს დიასახლისების სეგმენტი.

რატომ დიასახლისები?

  • დიასახლისებს აქვთ ბევრი თავისუფალი დრო;
  • ინტერნეტი შეიძლება გახდეს მათთვის აუცილებელი და შეუცვლელი. ინტერნეტში მათ შეეძლებათ ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე მაგ., ბავშვის მოვლაზე, სხვადასხვა დაავადებებზე, სადილების რეცეპტებზე, შეეძლებათ ისაუბრონ უფასოდ და ულიმიტოდ  და ა.შ.;
  • დიასახლისებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონინონ ოჯახში გადაწყვეტილების მიღებაზე. მათი დაინტერესება შეიძლება გახდეს ოჯახში ინტერნეტის შეყვანის გარანტია.

დიასახლისების სეგმენტზე გასვლისათვის სხვასხვა საშუალებებს შორის არის მათი გათვიცნობიერება ინტერნეტის გამოყენებაში. ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ბროშურების დაბეჭდვა უშუალოდ დიასახლისებისათვის და მათთვის მიწოდება, სადაც ეწერება კონკრეტულად მათ რაში შეიძლება გამოიყენონ ინტერნეტი და როგორ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როგორ შეიძლება გაზარდონ თავიანთი ბაზარი ინტერნეტ პროვაიდერებმა”


  1. დევი ფირცხალაიშვილი
    on Jul 3rd, 2009
    @ 00:10

    ინტერნეტიზაცია დიასახლისებზე ? 😀 კრეატიული იდეაა..

    უბრალოდ ძალიან სერიოზულადაა გასავლელი რამდენად მორგებული იქნება ქართველ დიასახლისებზე, მათ ჩვევებსა და მენტალობაზე. ჩემი აზრით მათ თუ ბოლომდე შეიგრძნეს ინტერნეტის გემო ეს განაპირობებს იმას რომ მათი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად დაეცემა, განა ქართველი დიასახლისი რომელსაც მისი 30 წლის წინანდელი მეგობარი “ადნაკლასნიკიში” ეჭორავება, ჩახურავს ამ გვერდს და რეცეპტების ძიებას დაიწყებს “Google-ში”?

    ანუ ჩემი აზრით ინტერნეტი მათი დროის უმეტეს ნაწილს წაიღებს..

    თუკი გავიხსენებთ რომ უმეტესობა დიასახლისისთვის საუკეთესო გართობის საშუალება საპნის ოპერაა მაშინ ამ იდეის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ რომ ვიზიტორების მატება ელის ვიდეო-პორტალებს და ტელევიზიების ვებგვერდებს რადგან ვერცერთი დიასახლისი ვერ გაუძლებს ცდუნებას ნახოს თუნდაც გამოტოვებული 15 წუთი თავისი საყვარელი სერიალიდან 😀 ასე რომ იდეა საერთო ჯამში სასარგებლოა, უბრალოდ გააჩნია რისთვის :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება