რა ტიპის იდეები შეიძლება განახორციელონ ბენზინგასამართი სადგურების ქსელებმა დამატებით მომხმარებლების მოსაზიდად

აშკარაა, რომ  დედაქალაქში არა მარტო ავტომობილების რიცხვმა იმატა, არამედ ბაზარზე საწვავის  მიწოდების კონკურენციაც გაიზარდა. დღეს უკვე რამდენიმე წამყვან  კომპანიას უჭირავს ადგილი ამ სექტორში. კონკურენცია მართლად საგრძნობლად  დიდია.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე  იდეაც გაჩნდა.  ხომ არ შეიძლება რომელიმე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა რაიმე ისეთ მარკეტინგულ ხერხს მიმართოს, რომელიც ინოვაციური იქნება, და  გაყიდვების რიცხვზეც აისახება. რამე ისეთი, რაც არ განხორციელებულა, და რაც დამატებით ხიბლს და კომფორტს შეუქმნის ბენზინგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს.

ერთ-ერთი ასეთი იდეაა ”დღის ანეგდოტი” ბენზინგასამართი სადგურების ქსელში. დღეში 1 ანეგდოტი ადვილად წასაკითხ და თვალსაჩინო ადგილას ძალიან კარგი იქნებოდა, რომლის წაკითხვაც მომხმარებლებს  მანქანიდან გადმოსვლის გარეშე შეეძლებათ. საწვავის შევსების დროს ისინი გაეცნობიან და გაერთობიან კიდევაც ამ ანეკდოტით, რაც მათ დადებით განწყობას შეუქმნის კომპანიის მიმართ.  

ამას გარდა, ურიგო არ იქნებოდა თუ კომპანია შეძლებს ფეხსაცმელების საწმენდი აპარატებით ყველა სადგურის აღჭურვას.  სანამ სადგურის თანამშრომელი გამართავს საწვავით მანქანას, მომხმარებელს საშუალება მიეცემა სრულიად უფასოდ ბენზინ გასამართ სადურზე ფეხსაცმელები გაწმინდოს და გააპრიალოს.

ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებს შეიძლება შეემატოს  კლიენტებისთვის  ჰაერის დამატება საბურავებზე. სანამ გამართავს საწვავით ავტომობილს სადგურის თანამშრომელი, ამ დროს შეუმოწმებენ საბურავებზე ბალანსს და საჭიროების შემთხვევაშიმოხდება  ჰაერს დამატება.

ასეთი ტიპი ინოვაციური  იდეები ვფიქრობთ კომფორტულს და სასურველს გახდის მომხმარებლებისთვის მუდმივად მიაკითხონ მხოლოდ ამ კომპანიის სადგურებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.80 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

5 კომენტარი to “რა ტიპის იდეები შეიძლება განახორციელონ ბენზინგასამართი სადგურების ქსელებმა დამატებით მომხმარებლების მოსაზიდად”


  1. irakli
    on Jun 5th, 2009
    @ 11:51

    didi akvariumi unda idges da shignit 100 burtula egdos. am 100-dan ertia kargi. midixar burtulas igheb naxulob kargia tu ara tu kargia sachuqars gadzleven tu ara da gverdze sxva kutshi agdeb an chamsxmels adzlev. bolos tsotavdeba da vigatsas shexvdeba es burti. dgeshi erti gatamasheba unda aikos da sachuqari 10 laris farglebshi, an maqsimum 15 laris: kinos biletebi, teatris, pasta, 10 botli borjomi, 10 nakini an ra vitsi… an vafhse damatebit 10 litri benzini ikos sachuqari… an retsxvis talonebi, ro am sacuqrebis manageri ar dachirdes tsalke 😀


  2. გიორგი
    on Jun 15th, 2009
    @ 12:33

    A. თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზეა მინიმარკეტი რომელიც არ მუშაობს, რადგან ყველას ეზარება გადასვლა და შეძენა, საკვირაო საყიდლებზეც იქ არავინ არ დადის.

    ამის მაგივრად შეიძლება ბენზინგასამართ სადგურებზე განთავსდეს ვენდინგის აპარატები რომელშიც წარმოდგენილი იქნება ის ძირითადი პროდუქტები რასაც იშვიათად, მაგრამ მაინც ყიდულობენ ბენზინგასამართი სადგურის მომხმარებლები. ესენია: ცივი სასმელები (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, მატონიზირებელი სასმელი, ლუდი ა.შ.), წინასწარი გადახდის ბარათები (მონო,ლაილაი,ასტრა და ა.შ.), snacks – თხილი, შოკოლადი, ვაფლი, საღეჭი რეზინი, სიგარეტები და ა.შ.

    აღნიშნულის პოზიციონირება შეიძლება, როგორც სასარგებლო და სწრაფი 24/7 მომსახურება მომხმარებლებს კომპანიისაგან. მომხმარებლებს შეეძლებათ იქონიონ იმის იმედი რომ დღის ნებისმიერ დროს მიიღებენ იმ პროდუქტებს რომლებიც განთავსებული იქნება ვენდინგის აპარატში.

    მარკეტის გამონთავისუფლებული ადგილის გამოყენება კი შეიძლება შემდეგი დანიშნულებით:

    1. ავტო აქსესუარების მაღაზია;
    2. სამრეცხაოს მოსაცდელი (ბავშვებზე გათვლილი);
    3. შესაკეთებელი ან სამრეცხაო ბოქსი (დამოკიდებულია განლაგებაზე);

    აღნიშნული ჩანაცვლებით კომპანია ეკონომიას გააკეთებს:

    1. გამყიდველის ხელფასზე;
    2. გათბობა-კონდიცირების ხარჯებზე;
    3. არაეფექტურ მარაგებში საბრუნავი ფულის გაყინვაზე;

    მიიღებს:

    1. ინოვაციურ (ჯერ არავის არ აქვს მსგავსი რამე საქართველოში) მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს;
    2. 24/7 მარკეტს;
    3. მიზეზს კარგი მარკეტინგული კამპანიისათვის;

    B. ამის გარდა შეიძლება ბენზინგასამართ სადგურზე შესული ავტომობილებისათვის ფარების და შუშების გაწმენდა უფასოდ;

    C. საწვავის ჩასხმა მოპარვის გარეშე. სპეციალური კამპანია და კლიენტების გათვიცნობიერება იმაში თუ როგორ შეიძლება მოიპაროს საწვავი ჩამსხმელმა, ამ ბენზინგასამართ სადგურზე კი არ იპარავენ და ამაში დარწმუნება თავად მომხმარებლებს შეუძლიათ.

    ყოველთვის, ვითომ სიჩქარის მიზეზით (მაშინაც კი როდესაც რიგი არ დგას ბენზინგასამართ სადგურზე )საწვავის პისტოლეტს ჩამსხმელი იღებს მაშინ ავზის ყელიდან, როდესაც საწვავის პომპის ხმა ჩერდება და წვეთებიან (ზოგჯერ ნაკადიან) პისტოლეტს მისი პირის ზევით აწევით აბრუნებს გასამართ სვეტში. რეალურად პომპის მუშაობის ხმის შეწყვეტის შემდეგ ნაკადი არ წყდება, რადგან მილშია ბოლოს პომპის მიერ გადმოსროლილი ნაკადი (საწვავი დაახლოებით 0.5-1.5 ლიტრი, დამოკიდებულია ჩამსხმელის მოუთმენლობაზე), რომელიც უნდა ჩავიდეს ავზში, ამის ნაცვლად კი იგი ბრუნდება ბენზინგასამართ სადგურზე.

    რომც არ ხდებოდეს ამ მომენტში ბენზინის რაოდენობის დაკლება მომხმარებლისათვის, ძნელია ამაში მომხმარებლის დარწმუნება, რადგან ხედავს თუ როგორ ”უფრთხილდება” ჩამსხმელი უკანასკნელ წვეთებს და მას აბრუნებს უკან ბენზინგასამართ სადგურში.


  3. გიორგი
    on Jun 25th, 2009
    @ 09:43

    ყველამ ვიცით რომ უკმაყოფილების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ბენზინგასამართი სადგურებზე არის საწვავის სიძვირე და ჩამსხმელის ან კომპანიის მიმართ საწვავის მოცულობის სრულად ჩასხმაზე უნდობლობა. ამ უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა შესაძლებელია შემდეგით: უნდა გაკეთდეს ბენზინ გასამართი სადგური თვითმომსახურების პრინციპით, სადაც:

    1.საწვავს ჩაისხავს თვითონ მომხმარებელი და დარწმუნებული იქნება რომ რაც ეკუთვნოდა ბოლომდე ჩაისხა ავზში;
    2.იმის გამო რომ მომსახურე პერსონალის შრომა აღარ იქნება საჭირო ან მნიშვნელოვნად შემცირდება საწვავის გაიაფება შესაძლებელი იქნება (თუმცა მოგების ნორმა ისედაც მაღალი აქვთ საწვავის გამყიდველ კომპანიებს) 5-10 თეთრით.

    ყოველივე ეს დადებითად იმოქმედებს მომხმარებელზე და ნოვატორი კომპანიის იმიჯზე და შემოსავლებზე, აღმოფხვრილი იქნება უკმაყოფილების გამომწვევი ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი.


  4. გიორგი
    on Jul 8th, 2009
    @ 17:37

    კომპანიის სამართლიანობა და საქმიანობის გამჭირვალობა ამაღლებს მომხმარებლების აღქმაში კომპანიის იმიჯს, რაც საბოლოო ჯამში უბიძგებს მას მოიხმაროს კომპანიის პროდუქტები.

    აგს-ზე უნდა განათავსოს ორი დიაგრამა ერთმანეთის გვერდით ან ერთ დიაგრამაზე უნდა იყოს 2 მაჩვენებელი, დანიშნულებაა ვიზუალურად იყოს ადვილად აღქმადი:

    1. მსოფლიო ნავთობის ფასების დინამიკა დროში, ბოლო 1 წელი, თვეების მიხედვით;

    2. მოცემული აგს-ების ქსელში ბენზინის (რეგულარი) ფასის დინამიკა, ბოლო 1 წელი, თვეების მიხედვით;

    ამით აგს-თან გავლილ ავტომფლობელს კომპანია დაანახებს, რომ ფასები სამართლიანია და რეალურად მიყვება მსოფლიო ფასების დინამიკას, რა საკვირველია თუ ეს ასეა.


  5. შოთა
    on Jul 9th, 2009
    @ 15:02

    მგონია რომ ძალიან მაგრად აისახება გაყიდვებზე თუ კომპანია შეძლებს ასეთი რეკლამის გაკეთებას

    ,,ჩვენთან არ იტყუებიან”

    ოღონდ ჯერ შეძლებს და მერე დააპიარებს, თუნდა ფლაერებით.

    საქმე იმაშია რომ თითქმის ყველგან იტყუებიან. განსაკუტრებით ატყებენ ქალებს. ერთი მეგობრის მეგობრის ნაცნობმა თქვ რომ ,,დღეში 100 ლარიანი ვარო” კალონკაზე ჩამსხმელად მუშაობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება