რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიანი ადამიანები უფრო აქტიურად იყენებდნენ ბილაინის მომსახურებას

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც არა მარტო არ შეეხოთ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაცია, არამედ პირიქით, გარკვეული სარგებელიც კი მიიღეს აქედან. ვფიქრობ ერთ-ერთი ასეთი კომპანია ბილაინია. დაბალი ტარიფების გამო ჯეოსელისა და მაგთის აბონენტები ნელ-ნელა გადადიან ბილაინის ნომრებით სარგებლობაზე. ორი ტელეფონის ქონა, საიდანაც ერთ-ერთში ბილაინის ნომერი იდება, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და აღარავის უკვირს.

მიუხედავად ამისა, საშუალო და მაღალ შემოსავლიან სეგმენტზე ბილაინით სარგებლობა მაინც არაპრესტიჟულად ითვლება. ამ ნომრით ძირითადად ურეკავენ ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ხოლო საქმიანი მიზნებისთვის კვლავ განაგრძობენ მაგთისა და ჯეოსელის ნომრებით სარგებლობას.

აქედან გამომდინარე ვფიქრობთ დღეს ბილაინისთვის აბონენტების რიცხვის ზრდაზე მეტად მნიშვნელოვანია პრესტიჟულობის ზრდა. როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

მიგვაჩნია, რომ ბილაინის პრესტიჟულობას მნიშვნელოვნად გაზრდის კორპორატიულ სეგმენტზე გასვლა. რასაც მომსახურების დაბალი ტარიფებით დღეს გაცილებით მარტივად შეძლებს, ვიდრე მოახერხებდა ამას ადრე. თუ ბილაინის ნომრები გახდება კორპორატიული, ხალხი უკვე აღარ მოერიდება მის გამოყენებას საქმიანი მიზნებისათვის და აღარც არაპრესტიჟული იქნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.40 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიანი ადამიანები უფრო აქტიურად იყენებდნენ ბილაინის მომსახურებას”


  1. irakli
    on Jun 9th, 2009
    @ 14:29

    iqneb tsalke paketi unda gaaketon sadats igive fasi iqneba rats Geocells da MAGTIs aqvs, ogond sxva upiratesobebit daapozitsioniron.

    dabal fasiani momsaxureba etakilebat magal shemosavlian momxmareblebs.

    BUSINESS BILAIN aseti produqti ro sheqmnan


  2. არჩილი
    on Jun 10th, 2009
    @ 17:01

    კორპორატიული კიენტებისთვის მიმზიდველობა თანამშრომლებს შორის უფასო საუბრებშია. ბილაინი ამას თუ დაუმატებს თავად თანამშრომლებისთვის საუბრის გაიაფებას, ეს თავად თანამშრომლებისთვისაც სასურელს გახდის რომ მათი ორგანიზაცია ბილაინზე გადავიდეს. თავად კი ამ “არაპრესტიჟულ” ნომრებს იმითი ახსნიან, რომ ეს სამსახურის ნომერია და …

    და თუ გამოვა რომ ბილაინმა კორპორატიული ინდექსი შემოიღოს (872) და ეს მხოლოდ კორპორატიულ კლიენტებს მისცეს. ასე უკვე გაიმიჯნება კიდევაც და ვისაც პრესტიჟულობა ადარდებს მშვიდად იქნება, რადგან ყველა მიხვდება მისი ნომრის დანახვისას რომ ეს მას არ შეუძლენია, ეს კომპანიისაა. და მერე 872 ინდექსები უკვე ფიზიკურ პირებზეც შეიძლება გაიცეს ნელა ნელა


  3. ნიკა
    on Jun 18th, 2009
    @ 11:29

    პრესტიჟს, დაბალ ფასებზე მეტად, ალბათ ოფისების “გარეგნობა”, მომსახურების დონე, დაფარვის ზონა და ჩვენ სიტუაციაში არასაიმედო “ზურგი” (როგორც რუსული კომპანია) განაპირობებს…

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება