რატომ შეიძლება იყოს კარგი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებისათვის გარემოზე ზრუნვა

კონკურენცია ბენზინგასამართი ქსელების ბაზარზე რომ ძალიან გამწვავდა, ყველა ხედავს. ბაზარს ახალი მოთამაშეები ემატებიან და ბრძოლა მომხმარებლის მოსაპოვებლად უფროდაუფრო საგრძნობი ხდება. მომსახურების ხარისხი და ფასები თითქმის მსგავსი აქვთ კომპანიებს. ამდენად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბრენდის განვითარება. არამარტო ცნობადობა, არამედ ის თუ როგორ აღიქვავს კომპანიას საზოგადოება.

ვიფიქრეთ, რომ თუკი რომელიმე ბენზინგასამართი ქსელი თავისი ბრენდის განვითარებას გარემოს დამცველის კუთხით დაიწყებს ანუ რაღაცნაირად გამოხატავს ზრუნვას გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე შესაძლოა ხალხი მის მიმართ ყველაზე დადებითად განეწყოს. რადგანაც საწვავის წვა გარემოს დაბინძურებასთან ასოცირდება, ქალაქის ცენტრალურ უბნებში შუადღისას იმდენი მანქანაა, რომ სუნთქვა ჭირს რაც ხალხის გაღიზიანებას იწვევს. ამდენად შესაძლოა, რომ კომპანია რომელიც ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას ექნება კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი მომხმარებლების გულის მოსაგებად.

რამოდენიმე იდეაც მოგვივიდა ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, კომპანია რომელიც გარემოს დამცველის იმიჯის შექმნას გადაწყვეტს შესაძლოა სადგურებზე ჰქონდეს გამონაბოლქვის სპეციალური საზომი ინსტრუმენტები და მანქანა, რომლის გამონაბოლქვიც გაკრვეულ ლიმიტს არ გადააჭარბებს მისცეს დამატებითი ფასდაკლება ან აჩუქოს მანქანის  სუნი, რომელზეც ეწერება – „მე ვზრუნავ გარემოზე“.
ასევე ამ კომპანიამ შეიძლება ველოსიპედებით სიარული წაახალისოს. შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ველოსიპედებით სასიარულო ტრასების გაკეთებაში (მაგ: მტკვრის სანაპიროებზე), ასევე შეიძლება ჰქონდეს ასეთი კამპანია – „ერთი დღე ველოსიპედით“, როცა შეიძლება რომელიმე ქუჩაზე მხოლოდ ველოსიპედით სიარული იყოს შესაძლებელი.

ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტი და უფრო კარგი იდეის მოფიქრება შეიძლება. ევროპაში ნამდვილად არ არის სიახლე, რომ ბენზინის მომწოდებლები ხშირად მიმართავენ გარემოს დაცვის სხვადასხვა აქციებსა და კამპანიებს. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით იმდენად პოპულარული არაა. კარგი იქნება, თუკი ქართული კომპანიები  ამ კუთხით უფრო მეტად გააქტიურდებიან და ხალხისთვისაც და თავისთვისაც კარგ საქმეს გააკეთებენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რატომ შეიძლება იყოს კარგი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებისათვის გარემოზე ზრუნვა”


  1. შოთა
    on Jun 15th, 2009
    @ 10:37

    ძალიან მაგარი იდეაა,

    მაგას დაჭირდება კარგი მარკეტინგი, რომ ყველამდე დავიდეს…

    გარდა ამისა კიდევ ერთს დავამატებდი:

    ბენზინ გასამართ სადგურებზე, რორც მითხრეს ყველგან და ძალიან ბევრს იტყუებიან ძირიტადად ტანამშრომლები… მგონია რომ მაგ საკიტხის გადაჭრა და დაპიარება ერთ-ერთი მაგარი სტიმულატორი იქნება გაყიდვებისათვის


  2. არჩილი
    on Jun 15th, 2009
    @ 17:15

    კარგი იდეაა, სასარგებლო როგორც ბენზინგასამართი სადგურისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასეთმა სადგურების ქსელმა რებრენდინგის საწყის ეტაპზევე საკუთარი სადგურების გამწვანება უნდა აორგანიზოს.

    რა სხვანაირი და ყურადღების მიმქცვი და თან ცალსახა მესიჯის გამდამცემი იქნება ალბათ მწვანე ხეებში ჩაფლული, ბალახაბიბინებული და ყვავილებით გალამაზებული სადგური :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება