ჩვენი აზრით ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა სოფლის ბიბლიოთეკები, კერძოდ კი მათ ბაზაზე ინტერნეტ კაფეების განვითარება და პოპულარიზაცია. ამისათვის ინტერნეტ ოპერატორმა, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, ყველა სოფლის ბიბლიოთეკას უნდა დაუდგას თავის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერები.
ინტერნეტ-კაფეებით სარგებლობის სტიმულირებისთვის დამატებით ინტერნეტ ოპერატორს შეუძლია შექმნას სერვერი, სადაც ელექტრონული წიგნების მუდმივად განახლებადი დიდი ბიბლიოთეკა იქნება განთავსებული.
გარდა ამისა, ვფიქრობთ ეს შესაძლებლობა საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვისაც, მის ინტერესებშიც შედის ერთის მხრივ, მივიწყებული ბიბლიოთეკებისთვის თავისი დანიშნულების დაბრუნება და მეორეს მხრივ, სოფლის მაცხოვრებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა ინტერნეტის შეტანით. ვფიქრობთ, რომ ინტერნეტ ოპერატორების და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობით ამ მიმართულებით მაღალი ღირებულების შექმნაა შესაძლებელი.
რას მიიღებს ინტერნეტ ოპერატორი ამის სანაცვლოდ?
1. გაიზრდება მისი ინტერნეტის მოხმარება უშუალოდ ინტერნეტ კაფეების ბაზაზე;
2. სოფლად მცხოვრები ადამიანები მიეჩვევიან ინტერნეტის გამოყენებას და მათთვის ინტერნეტის ასოცირება სწორედ ამ ოპერატორთან მოხდება;
3. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები გადაწყვეტენ კომპიუტერის შეძენას და ინტერნეტის სახლში შეყვანას, პირველ რიგში მას მიმართავენ.