როგორ შეიძლება დაეხმაროს თბილისის მერია ხელსაქმით დაინტერესებულ მოქალაქეებს დასაქმებაში

ვფიქრობთ, მერიას შეუძლია დაეხმაროს ხელსაქმით დაინტერესებულ მოქალაქეებს დასაქმებაში, თუ შეუქმნის მათ უნარების გამოვლენისა და განვითარების  შესაძლებლობას, მატერიალურად და ტექნიკურად დაუჭერს მხარს სალონების გახსნის და მათი ნახელავის რეკლამირებას.


ამისათვის საწყის ეტაპზე კარგი იქნება, მერიამ გამოაცხადოს ხელსაქმის შემსწავლელი უფასო კურსები, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ დახელოვნდნენ კერვაში, ქსოვაში, მინანქრული ნაწარმის, ბისერების კეთებაში და ა.შ.

სწავლების დამთავრების შემდეგ ეტაპზე ამ ადამიანებმა კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის გამოყენებით დაამზადონ ნიმუშები, რომლებიც საკონკურსო წესით შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ.

ყველაზე გამორჩეულებს მერია სალონის გახსნაში დაეხმაროსფართის, საჭირო მოწყობილობების, ინვენტარის, მასალების შესაძენად და რეკლამირებისთვის იაფი კრედიტის გამოყოფის ან საქმიანი პარტნიორების მოძიების უზრუნველყოფით.

გარდა ამისა, კონკურსის ყველა მონაწილის და მსგავსი საქმით დაინტერესებულ-დაკავებული მოქალაქეებისთვის ნამუშევრების გამოფენა მოაწყოს, დამატებით შექმნას ვებგვერდი, სადაც ყველა შეძლებს საკუთარის ნამუშევრის ფოტოს ატვირთვას შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციით.

ვფიქრობთ, ეს დაეხმარება ერთის მხრივ, უმუშევარ მოქალაქეებს დასაქმებაში და მეორეს მხრივ, უკვე დახელოვნებულ ადამიანებს მეტად განვითარებაში და პოპულარიზაციაში


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება