როგორ შეუძლიათ ბანკებს, რომლებსაც რეგიონალური ფილიალები დიდ შენობებში აქვთ განთავსებული, კლიენტებისთვის მეტი სარგებლის შექმნა

ჩვენი აზრით, კარგი იქნება, თუ ბანკები მათ რეგიონალურ ფილიალებში, სადაც შედარებით მეტი თავისუფალი ფართია, გააკეთებენ ბიბლიოთეკებს. ეს ერთის მხრივ გაზრდის არსებული კლიენტების კმაყოფილებასა და ლოიალურობას, მეორეს მხრივ კი პოტენციურ კლიენტებსაც მიიზიდავს და მიაჩვევს მას ბანკის ოფისებში სტუმრობას.


ბიბლიოთეკებში ძირითადად წარმოდგენილი უნდა იყოს ბიზნეს-ლიტერატურა, როგორც უცხოური, ასევე ქართული. ამასთანავე შესაძლებელი უნდა იყოს პერიოდული ბიზნეს-გამოცემების გამოწერები. ეს ლიტერატურა გამოადგებათ როგორც სტუდენტებს, ასევე დასაქმებულ ადამიანებს.

კლიენტებს უნდა შეეძლოთ წიგნების სახლში წაღება, ან სურვილის შემთხვევაში ოფისში წაკითხვა. ამისათვის უნდა იყოს შექმნილი მაქსიმალური კომფორტი და სასიამოვნო ატმოსფერო.

ვფიქრობთ, ბიბლიოთეკების შექმნით და განვითარებით ბანკები გამოავლენენ თავიანთ მზრუნველობას კლიენტების მიმართ და გაზრდიან მათ ერთგულებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება