ჩვენი აზრით, კარგი იდეა შეიძლება აღმოჩნდეს სენსორული ეკრანების დამონტაჟება საფირმო მაღაზიებში. ეკრანებზე უნდა გამოდიოდეს კითხვარი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები შეაფასებენ სხვადასხვა პროდუქციას. იმისათვის, რომ კლიენტებს გაუჩნდეთ კითხვარის შევსების სურვილი, შესაძლებელია ფასდაკლების დაწესება. აპარატი შეიძლება იძლეოდეს ქვითარს, რომ მომხმარებელმა შეავსო კითხვარი, რის საფუძველზე მას ეკუთვნის ფასდაკლება.
კარგი იქნება, თუ კითხვარი დაყოფილი იქნება კომპანიის პროდუქციის კატეგორიების მიხედვით. ანუ მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს გარკვეული განყოფილება და შეაფასოს კონკრეტული პროდუქტები, რომელი პროდუქტი მოსწონს, რომელს ყიდულობს უფრო ხშირად, რომელს არ ყიდულობს საერთოდ და ა.შ.
ვფიქრობთ, ამგვარი კითხვარით კომპანიები შეძლებენ დაადგინონ, თუ რომელი პროდუქტებით არის მომხმარებელი კმაყოფილი ან უკმაყოფილო. შესაბამისად შეეძლებათ მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული პროდუქციის გამოშვების გაზრდის, შემცირებისა თუ საერთოდ წარმოებიდან ამოღების შესახებ.