რატომ და როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს მცირე ბიზნესები მის გარშემო

ის ბანკი, რომელიც ფილიალების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა (განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით), თუ თავისი შესასვლელის წინ ტერიტორიას დაასუფთავებდა, განათებით უზრუნველყოფდა, გაამწვანებდა და შემდეგ მისი იერსახის მუდმივად შენარჩენუბაზე იზრუნებდა, დიდ სარგებელს მოუტანდა, როგორც მოსახლეობას, ისე თვით ბანკს.

რამდენიმე კარგი იდეის მოფიქრება შეიძლება, რითიც ბანკი მისი ფანჯრების წინ პერიმეტრს დამატებით ღირებულებას შესძენდა, იქ მაცხოვრებლებისა თუ მოსიარულეებისთვის უფრო სასიამოვნოს გახდიდა და მომხმარებლების მოზიდვის საშუალებაც გახდებოდა. მათ შორის:

  • პირველ რიგში ყოველ დილას ამ ტერიტორიის დასუფთავება უნდა უზრუნველყოს. დადგას იქ სანაგვე ურნები და სისუფთავის მუდმივად შენარჩუნებას შეეცადოს;
  • პერიმეტრის განათება უზრუნველყოს, რათა ამ ბანკის წინ და მისი მიმდებარე ტერიტორია საღამოს საათებში ყოველთვის განათებული იყოს;
  • შეიძლება ქვაფენილიც დააგოს, რათა ბანკამდე ადვილი და სასიამოვნო მისასვლელი იყოს;
  • გამწვანება უზრუნველყოს. გაზონები გააკეთოს, ლამაზი ყვავილებიც დარგოს (ბანკის ფერებში). შესაბამის სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით, შეიძლება, გაზონებზე წარწერებიც გააკეთოს, რომელიც ბანკის სახელით სთხოვს მომხმარებელს გაუფრთხილდეს და იზრუნოს გარემოზე;
  • ფასადები მოაწესრიგოს და გაალამაზოს;
  • შეიძლება, ბანკის ლოგოს გამოსახულებით, ნიშნულებიც დაამაგროს ამ პერიმეტრზე, მეტ ასოციაციას იწვევდეს მომხმრებელში, რომ ამ ტერიტორიაზე სადღაც ამ ბანკის ფილიალი მდებარეობს;
  • პერიმეტრს კიდევ უფრო დაამშვენებდა საათი, რომელიც სპეციალურად ამ ბანკის იქნებოდა.

ეს ყველაფერი, მთლიანობაში, საინტერესო, ლამაზ და ყველასთვის მიმზიდველ იერს შეუქმნიდა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას, იქ მაცხოვრებლების დიდ კმაყოფილებას გამოიწვევდა, აფიქრებინებდა მათ, რომ ვიღაც მუდმივად ზრუნავს გარემოს დასუფთავებაზე, გამწვანებაზე, განათებაზე და გალამაზებაზე. გაიზრდებოდა ამ ტერიტორიაზე მოსიარულეთა ნაკადი, ბევრ კომპანიას მოუნდებოდა თავისი ოფისი სწორედ ამ ტერიტორიაზე ჰქონოდა, მათ შორის მცირე ბიზნესმენებს. ისინი ყველაზე მეტად დაინტერესდებიან, ახალი ბიზნესის წამოსაწყებად სწორედ ამ ბანკის მიერ შექმნილ გარემოს აირჩევენ და ამავე ბანკის კლიენტები გახდებიან. ბანკის სარგებელიც სწორედ ეს იქნება _  გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას.

ვფიქრობთ, ეს პერიმეტრი მთლიანად ბანკთან ასოცირებული გახდება, ცენტრად გადაიქცევა, ყველას მოუნდება იქ ცხოვრება, ბიზნესის წამოწყება თუ უბრალოდ გასეირნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება