როგორ შეუძლიათ გაზეთებს შეცვალონ საქმიანობის ფინანსური მოდელი

”კარგად ინფორმირებული საზოგადოების ინტერესები თითქმის სრულად შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს” – ასეთი მოსაზრება გამოთქვა რამოდენიმე წლის წინ ერთმა მაღალჩინოსანმა ერთ-ერთი პროექტის კეთების დროს შეხვედრაზე და ვფიქრობთ, არც შემცდარა. თუმცა ინფორმირებული საზოგადოების მიღწევა არც თუ ისე მარტივი ამოცანა ჩანს. სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებები დღეს ამ ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებენ მათზე დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და რიგი ტექნიკური თუ პროფესიონალური მიზეზის გამო, საგაზეთო მედია კი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ამ მიმართულებით – ჩვენთან, სამწუხაროდ, არც თუ ისე კარგად არის განვითარებული. გაზეთების უმრავლესობის ტირაჟი 10 000 არ აღემატება, რაც საინფორმაციო საშუალებისათვის ფაქტიურად არაფერია. მოდელმა რომელიც გულისხმობს, რომ დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს 50 თეთრი ან სულაც 1 ლარი  იმაში, რომ იყოს ინფორმირებული არ გაამართლა. შესაბამისად, გაზეთებიც საკუთარ დანიშნულებას ფაქტიურად ვერ ასრულებენ.

ისე, გაზეთს, რომელიც ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი დონის მიღწევას დაისახავს მიზანად აქვს კარგი შესაძლებლობა პრინციპულად შეცვალოს საქმიანობის ეკონიმიკური მოდელი.

ვფიქრობთ, თუ რომელიმე გარისკავს და უფასოს გახდის გაზეთს და მთელ აქცენტს დისტრიბუციის ისეთი სისტემის აწყობაზე გააკეთებს, რომ შეძლოს 300 000 ან მეტი გაზეთის დარიგება ყოველ დილას ან ყოველ საღამოს (რაც არც თუ ისე რთულია მეტროში განლაგებული სპეციალური კონტეინერების, ან ქუჩაში მოსიარულე შიკრიკ დამრიგებლების გამოყენებით) შეძლებს არანაკლებ მომგებიანი სარეკლამო საქმიანობა აწარმოოს ვიდრე ამას ტელევიზიები აკეთებენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა იყოს საინფორმაციო და არა სარეკლამო საშუალება, თორემ ამ უკანასკნელს მოსახლეობა არ სწყალობს.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, თუ დისტრიბუცია უზრუნველყოფს, რომ მარტივად, ძალიან მარტივად გაავრცელებს გაზეთს და ამავე დროს ის იქნება იმდენად საინტერესო, რომ ადამიანები მას მინიმუმ მანამ გაიჩერებენ სანამ 30-40% -ს მაინც არ წაიკითხავენ ან საფუძვლიანად მაინც არ გადაავლებენ თვალს, რეკლამა არ უნდა ღირდეს იმაზე ნაკლები ვიდრე ეს პრაიმ თაიმში 15 წამიანი სარეკლამო რგოლის გაშვება ჯდება. და თუ მოგროვდება მინიმუმ 10 ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ერთ ნომერში რეკლამაში $1000  გადაიხდის მაშინ საქმიანობა ეკონომიკურად არათუ გამართლებული არამედ ძალიან საინტერესოც შეიძლება გახდეს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “როგორ შეუძლიათ გაზეთებს შეცვალონ საქმიანობის ფინანსური მოდელი”


  1. ნათია
    on Jun 30th, 2009
    @ 13:48

    ძალიან საინტერსო იდეაა, თუმცა, მგონია რომ გაზეთების რედაქტორები ამ ინიციატივას დიდი შიშით შეხვდებიან. არ იქნებიან დარწმუნებული იმაში, რომ რეკლამა აუცილებლად ექნებათ. თან, სანამ ეს მოდელი ამუშავდება, რაღაც გარკვეული პერიოდი შემოსავლების გარეშე მუშაობა მოუწევთ, რაც დიდად არ ესიამოვნებათ… ერთიცაა, შესაძლოა, საერთოდ არ უჩივიან შემოსავლების სიმცირეს :))ხოლო, მათი რეალური მიზანი რამდენად არის საზოგადოების ინფორმირებულობა, ეს სხვა საკითხია :)


  2. METRO
    on Jul 9th, 2009
    @ 14:13

    უფასო ან იაფი მასობრივი გაზეთის გამოცემის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ საქართველოში სხვადასხვა კომპანიებს.
    თავად მოდელს ქვია – მეტრო. ოდესღაც დიდი უფასო გამოცემა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და აშშ-ში. შვედური კომპანიაა მეტრო ინტერნეიშენალ. (მათ ფინანსური პრობლემები შეექმნათ ეხლა).

    მოდელი წარმატებული იყო განვითარებულ ქვეყნებში.
    არ არის წარმატებული საქართველოში შემდეგი მიზეზების გამო:

    ა) მეტროს მგზავრთა უმეტესობა სოციალურად დაფალ ფენას მიეკუთვნება, მათი გადახდს უნარი დაბალია
    ბ) 300 000 ტირაჟით ა3 ფორმატის 24 გვერდიანი ნახევრად ფერადი გაზეტის გამოცემა ღირს მინიმუმ 30 000 აშშ დოლარი. თვეში 900 000.
    პლიუს სხვა ხარჯი. მათ შორის სარედაკციო, ასევე გასათვალისწინებელია მოგება.
    1. ეს ნიშნავს რომ ხარჯის დასაფარად გამოცემამ თვეში მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
    2. ეს ნიშნავს რომ 24-დან 12 გვერდი თუ გაიკიდა თითო გვერდის ღირებულება 3 000 აშშ დოლარი მაინც უნდა იყოს.
    3. თითოეული კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტი კი მხლოდ ამ გაზეთზე თვეში 90 000 აშშ დოლარი უნდა იყოს.

    ვინც კარგად იცნობს წამყვანი კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტს დამეთანხმება რომ ამხელა ხარჯის გაწევა ერთ გაზეთზე წარმოუდგენელია.რა იქნება გამომცემლის მოგება?

    სწორედ ამიტომ საქართველოში გამოიცემა გაზეთები, რომლებიც თუნდაც ამ 10 000 ტირაჯით გადიან მიზნობრივ ჯგუფებზე. ვრცელდებიან იქ სადაც სტაბილურ შემოსავლიანი ხალხია, ვისი მყიდველობის უნარი მაღალია.

    მეტროს აუდიტორიაზე ტელევიზია მუშაობს. ძირიტადად ასეთ კატეგორიას სთავაზობენ სამომხმარებლო პროდუქტებს, რაც დიასახლისებს სჭირდებათ.

    მოდელი შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ მტავრობამ – საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ან მანიპულირებისთვის, თუმცა ბევრი მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს.


  3. MP
    on Aug 13th, 2009
    @ 01:45

    სტატიას რომ ვკითხულობდი, ასე მეგონა, ვიღაცა ჩემს გულში იჯდა 😀
    გაყიდვა შეიძლება დისტრიბუციის აწყობით, მეტროებში, ხალმხრავალ ადგილებში, მარკეტებში, სპეციალური სტელაჟებით და ასე შემდეგ…
    2 წლის წინ გამიჩნდა ზუსტად ეგ იდეა, მაგრამ შესაძლებლობები არ მქონდა და არც დამიწყია განხორციელებაზე ფიქრი.
    უხეში კალკულაციით ასეულობით ათასია საჭირო, სწრაფად რომ ააწყო.
    ათობით ათასს თუ დავხარჯავთ, მაშინ ალბათ შედეგი ნელა მოვა.

    სად მაქვს მე ათობით და ასობით ათასი? 😀

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება