ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლებისა და იმ პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს დაუფინანსებდა (სესხის სახით, სწავლების დამთავრების შემდეგ გადახდის პირობით) სარგებელს მოუტანდა, როგორც თვითონ რაიონს, ასევე შეძლებდა საკრედიტო პორტფელის მოცულობის გაზრდასაც.
ეს შესაძლებლობა, ვფიქრობთ, ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებდა _ ესწავლათ იმ პროფესიით, რომელიც ყველაზე მეტადაა პრიორიტეტული და პოტენციალის მქონე თავიანთ რეგიონში. ბანკი სწავლების პერიოდში უნდა აკვირდებოდეს, რამდენად კარაგადაა ჩართული სტუდენტი სწავლების პროცესში, რამდენად კარგი შედეგებით ასრულებს სასწავლო წელს.
გვწამს, რომ ეს მათ იმაზე ფიქრს დააწყებინებს, რომ უფრო მეტი საქმე აკეთონ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ. მეორეს მხრივ, გაიზრდება ბანკის მიმართ მათი ლოიალურობა და ბანკის საკრედიტო პორტფელიც.
WWW_NSI_GE
on Apr 25th, 2011
@ 08:16:
მსგავსი პროექტი, 2010 წელს, ”ახალმა საინვესტიციო სკოლამ” ( http://www.nsi.ge ) წარუდგინა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს. საკონსულტაციო შეხვედრები შედგა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ჩახნაშვილთან. განიხილებოდა ”განათლების უნივერსალური ვექსილის” სააპრობაციო პროგრამის ამოქმედება, – (პირველ ეტაპზე, მხოლოდ 100 ლ. სესხით მხარდაჭერის გათვალისწინებით). განათლების სამინისტრომ ეს პროექტი მოიწონა, რადგან ”განათლების უნივერსალური ვექსილი (თამასუქი)” მისი მხრიდან განიხილეობოდა დაკრედიტებული, პროფესიული სტუდენტის დამატებითი პასუხისმგებლობის ელემენტი (მასზე გაცემულ სახელმწიფო ვაუჩერთან ერთად) იგივე წინადადება მიეწოდა თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს, კახა ბენდუქიძეს; მაგრამ თავისუფალი უნივერსიტეტი იმ დროისთვის ამზადებდა დაფინანსების საკუთარ პროგრამას; რომელიც შემდგომ აამოქმედა ”ჯერ ისწავლე – შემდეგ ასწავლე”.
”ახალი საინვესტიციო სკოლა” ( http://www.nsi.ge ) დღესაც მზად არის, დაინტერესებულ პროფესიულ თუ საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო (საუნივერსიტეტო) სასწავლო პროგრამებთან თანამშრომლობით და ერთობლივად განახორციელოს ეს პროექტი.